Category Archives: კომპიუტერული ტექნიკა

OLED დისპლეი

სურათზე ნაჩვენებია 0.9 ინჩიანი OLED დისპლეი, რომლის გარჩევისუნარიანობა შეადგენს 96×64 პიქსელს. იგი იყენებს SSD1331  დრაივერს. ქართული ფონტების ჩასატვირთავად საჭიროა Arduino\libraries\Adafruit_GFX_Library\Fonts ფოლდერში ჩავსვათ ქართული ფონტების ფაილი, რომელიც შეიძლება ჩამოვტვირთოთ https://app.box.com/s/mdag0unrtuw9ayxm7ogorj4mwjtt69w4 მისამართიდან. არდუინოს სკეტჩში უნდა დავამატოთ  #include <Fonts/OledGeo.h> და შემდეგ, საჭირო ადგილას display.setFont(&OledGeo);display.println(“abgdevzTiklmnopJrstufqRySCc”); და ასე შემდეგ. თუ საწყის (ინგლისურ) ფონტებზე დაბრუნება დაგჭირდათ, მაშინ display.setFont();

 

 

ბლუთუზი

smart-bluetooth-widget-pro_39491

ჰარალდ I ლურჯკბილა (დან. Harald Blatand, ინგ. Harald Bluetooth) გორმსონი – დანიისა და ნორვეგიის მეფე. მეტსახელი მიიღო მუქი ფერის კბილების გამო. მისი მეფობის დროს 965 წელს დანიამ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანობა. მის სახელს უკავშირდება შვეციის, დანიის და ნორვეგიის ტერიტორიებზე არსებული ტომების გაერთიანება.
1994 წელს ფირმა Ericsson-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს RS-232 მონაცემთა გადაცემის კაბელური ქსელის ალტერნატივა – ელექტრომაგნიტური ტალღების ზემაღალი სიხშირის დიაპაზონის პერსონალური ქსელის (PAN) კონცეფცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებალია სტაციონალურ და მობილურ მოწყობილობებს შორის უკაბელო კომუნიკაცია.
სისტემას ჰარალდ I ლურჯკბილას პატივსაცემად Bluetooth დაერქვა, ხოლო მისი ლოგოტიპი წარმოადგენს ორი ნორდიკული რუნის (Hagall)და (Berkanan) გაერთიანებას.
აი, ასe გამოიყურება Hagall და Berkanan რუნები:

bluetooth
HB – Harald Bluetooth.

 

 

გალერეა

სარაკეტო საწვავი.

This gallery contains 6 photos.

ქართველმა გამომგონებელმა 14 წლის ლუკა ფერაძემ  შეიმუშავა ახალი სარაკეტო საწვავი, რომელიც შედგება კალიუმის ნიტრატისა და შექრისაგან და წარმატებით გამოსცადა იგი ამერიკაში. გამოცდების ჩასატარებლად ლუკამ თავად შექმნა  რაკეტის დისტანციური მართვის სტენდი მიკროკონტროლერისა და კინექტის გამოყენებით. ამ შესანიშნავი სამუშაოს შესახებ დაწვრილებით  შეგიძლიათ წაიკითხოთ … Continue reading

გალერეა

Kinect – დღე 4.

This gallery contains 1 photos.

კინეკტი – დღე 4.   განვიხილოთ კინეკტის შემადგენელი ცალკეული სისტემების მუშაობის და მართვის პრინციპები. დავიწყოთ ყველაზე მარტივით – კინეკტის დახრის კუთხის მოწყობილობით. ობიექტებზე საუკეთესო რაკურსით დაკვირვების მიზნით, კინეკტი აღჭურვილია პატარა ელექტროძრავით, რომელიც უზრუნველყოფს კინეკტის დახრას -27 (MinElevationAngle) –  +27 (MaxElevationAngle) … Continue reading

გალერეა

Kinect – დღე 3.

კინეკტი – დღე 3.    მაშ ასე, ჩვენი კინეკტი მუშაობს (Kinect – დღე 2). ახლა დადგა დრო, ჩვენ თვითონ დავწეროთ კინეკტის მართვის პროგრამა. დავისახოთ მიზნად, რომ პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს კინეკტის შემდეგი შესაძლებლობების რეალიზაციას:  ფერადი კამერის გამოსახულების ჩვენებას; ინფრაწითელი კამერის გამოსახულების … Continue reading

გალერეა

Kinect – დღე 2.

This gallery contains 13 photos.

კინეკტი – დღე 2.   კინეკტის კომპიუტერთან მიერთების პრობლემა გადაჭრილია (პუბლიკაცია “Kinect-დღე 1“) , მაგრამ ნუ ვიჩქარებთ მის მიერთებას. კინეკტის გაცოცხლებისთვის აუცილებელია კომპიუტერზე მისი დრაივერების ინსტალირება. საჭირო დრაივერებს შეიცავს KinectSDK-v1.8 , რომელიც შეიძლება ჩამოტვირთოთ ჩვენი საიტის “Files” განყოფილებიდან (ჩვენთვის საჭირო … Continue reading

გალერეა

Kinect – დღე 1.

This gallery contains 14 photos.

კინეკტი-დღე 1­­­.   Microsoft Kinect წარმოადგენს უკონტაქტო სენსორს, რომელიც თავდაპირველად შექმნილი იყო Microsoft -ის სათამაშო კონსოლ Xbox 360  -თან ერთობლივი მუშაობისათვის და საშუალებას აძლევდა მოთამაშეს ეთამაშა სათამაშო ბლოკთან კონტაქტის გარეშე, ხმოვანი ბრძანებებისა და  ჟესტების გამოყენებით. სენსორი ბაზარზე პირველად გამოჩნდა 2010 … Continue reading

გალერეა

ჩემი რობოტი

This gallery contains 4 photos.

ჩემი რობოტი მე დამყვება. ვიდეოზე ნაჩვენებია ვარიანტი ნოუტბუკისათვის. ფოტოებზე ქვემოთ ნაჩვენებია ვარიანტი პერსონალური კომპიუტერით (ნოუტბუკის მაგივრად): თუ შესაბამის ტანს დავადგავთ და თავს დავუმატებთ, აი, რა გამოვა: ეს რობოტი რეაგირებს ხმაზე და ახდენს სივრცეში ორიენტაციას ხმის მიმართულების მიხედვით; იგი გხედავთ თქვენ … Continue reading

გალერეა

სერვომექანიზმები

This gallery contains 12 photos.

სერვომექანიზმები. რობოტებში, ისევე, როგორც გემების, თვითმფრინავების, ავტომობილების და სხვა მოდელებში ფართოდ გამოიყენება მექნიზმები, რომლებიც ახორციელებენ გარე შეშფოთების კომპენსირებას. ასეთ მოწყობილობებს  სერვო-მექანიზმები ეწოდებათ. განვიხილოთ ნახ.1 -ზე ნაჩვენები სქემა. თუ ამ სქემაზე გამოსახულ ორივე პოტენციომეტრს ისეთ მდგომარეობაში დავაყენებთ, რომ სქემის A და … Continue reading

გალერეა

UART მიკროკონტროლერში

This gallery contains 20 photos.

მიკროკონტროლერი. დღე 8.  UART.  მიკროკონტროლერზე დაფუძნებული ტექნიკის (მათ შორის რობოტების) სამართავად მოსახერხებელია პერსონალური კომპიუტერის მიმდევრობითი RS232 პორტის გამოყენება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ Atmel მიკროკონტროლერების უმრავლესობა შეიცავს მზა მიმდევრობით საკომუნიკაციო მოწყობილობას (ზოგიერთი მოდელი – რამოდენიმესაც), რომელიც იმავე პროტოკოლით მუშაობს, რაც RS232 პორტი. ამ … Continue reading

გალერეა

ექსპერიმენტები მიმდევრობით პორტზე

This gallery contains 11 photos.

მიკროკონტროლერზე დაფუძნებული ტექნიკის (მათ შორის რობოტების) სამართავად მოსახერხებელია პერსონალური კომპიუტერის მიმდევრობითი RS232 პორტის გამოყენება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ Atmel მიკროკონტროლერების უმრავლესობა შეიცავს მზა მიმდევრობით საკომუნიკაციო მოწყობილობას (ზოგიერთი მოდელი – რამოდენიმესაც), რომელიც იმავე პროტოკოლით მუშაობს, რაც RS232 პორტი. ამ მოწყობილობას UART … Continue reading

გალერეა

ლოგიკური ელემენტები. ტრიგერები. რეგისტრი.

This gallery contains 24 photos.

ლოგიკური ელემენტები. ტრიგერები. რეგისტრი. ლოგიკური ელემენტები ეწოდებათ ელექტრონულ მოწყობილობებს, რომლებიც ელექტრონულ სქემებში ახორციელებენ ლოგიკურ ფუნქციებს. უმარტივესი ლოგიკური ელემენტი ახორციელებს ფუნქციას ლოგიკური არა (NOT).  ნახაზზე მოცემულია მისი აღნიშვნები ევროპული და ამერიკული სტანდარტების მიხედვით და ე.წ. ჭეშმარიტების ცხრილი, რომელშიც მოყვანილია შესასვლელი და … Continue reading

გალერეა

მიმდევრობითი (Serial) პორტი

This gallery contains 7 photos.

მიმდევრობითი (Serial) პორტი. პარალელური პორტისაგან განსხვავებით, სადაც ბაიტის შემადგენელი რვავე ბიტი 8 მავთულის საშუალებით ერთდროულად გადაიცემა, მიმდევრობით პორტში ინფორმაცია გადაიცემა ერთ მავთულში ცალკეული ბიტების ერთმანეთის მიყოლებით (ბიტები b0,b1,b2,…) მიმდევრობით გამოყვანის მეთოდით, რაც განაპირობებს კიდეც მის სახელწოდებას. ტერმინი “მიმდევრობითი პორტი” არ … Continue reading

გალერეა

პარალელური პორტი

This gallery contains 3 photos.

პარალელური პორტი (LPT პორტი) პარალელური პორტი განკუთვნილია კომპიუტერიდან ინფორმაციის გამოსაყვანად, ინფორმაციის კომპიუტერში შესაყვანად და პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერების, სკანერების და ა.შ.) სამართავად. კომპიუტერში შესაძლებელია 3 პარალელური პორტის ჩართვა. Windows აღნიშნავს მათ როგორც LPT1, LPT2, LPT3. თვითოეული პორტი შეიცავს სამ რეგისტრს – … Continue reading