გალერეა

ნულების შესახებ

ნული რომ არაფერია, ყველა ბავშვისთვის ცხადზე ცხადია. მაგრამ ვნახოთ, რამდენად სერიოზულად აღიქვამენ მას მოზრდილები. ცელსიუსის სკალით 10 გრადუსი ტემპერატურის წყალი სწორედ ის არის, რომელსაც ვნატრულობთ, როდესაც გვწყურია –  ზომიერად ცივი და გემრიელი. ტემპერატურისათვის ერთი ნულის მიწერა ნიშნავს 100 გრადუსის წყალს, რომელიც დუღს და ძალიან  შორს არის იმ, ჩვენთვის ესოდენ სასურველი წყლისაგან, რომელსაც ცხელ ამინდში ვნატრულობთ წყურვილის დასაკმაყოფილებლად. კიდევ ერთი, არაფრის მნიშვნელი ნულის მიწერა და წყლის ნაცვლად გვაქვს აირი,რომელიც თვალისმომჭრელად ანათებს. ცელსიუსის სკალით 500 გრადუსი ის ტემპერატურაა, როდესაც სხეულები იწყებენ მუქი წითელი ფერით (შინდისფრად) ნათებას. ტემპერატურა მზის ზედაპირზე დაახლოებით 6000 გრადუსს შეადგენს. წყლის საწყის ტემპერატურას ჩვენ ჯერ მხოლოდ ორი ნული მივუწერეთ. ალბათ აღარ ღირს მეტის მიწერა, შედეგი ისედაც ცხადია.
1 მილიარდი (1 000 000 000) ა.შ.შ დოლარი უდრის 1 000 მილიონ დოლარს. თუ თქვენ ისეთი შემოსავალი გაქვთ, რომ ყველა ხარჯების შემდეგ ( დენის, ნაგვის, გაზის, წყლის გადასახადების გასტუმრების შემდეგ, ბინის, აგარაკის, ავტომობილის ყიდვის შემდეგ, ქეიფების, დროსტარებების, გოგოებთან გართობის შემდეგ )  ყოველ თვეში ერთი მილიონი დოლარი გრჩებათ, მაშინ 1 მილიარდს თქვენ დაახლოებით 100 წელიწადში დააგროვებთ. ოხ, ეს ნულები.

4 responses to “ნულების შესახებ

  1. gamarjobat.dzalian momwons tqveni saiti msagvsi rameebit dzalian var daintersebuli da minda rom sheviswavlo.chemi txovna iqneba tu shegidzliat rom am saitis shigtavsi momcet,interneti xshirad ar maqvs xolme da kompiutershive rom avikitxo masala

    • OK. 27.11.2012 -მდე გამოქვეყნებული ყველა ბლოგის ტექსტი ერთად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ “Files” განყოფილებიდან “blog 27_11_2012.zip”.

  2. ხვალ გასაუბრება მაქვს, პროფესიით ელექტრო ინჟინერი ვარ და დღეს ამ საიტზე ყვეალფერი გადავიმეორე, გმადლობთ რომ არსებობთ 🙂 თუ ამიყვანეს ისევ შემოვალ ამ სიტზე 🙂

დატოვეთ კომენტარი