Gallery

პრაქტიკული სქემები მიკროკონტროლერებზე. Mersedes 230 კლიმატის კონტროლის ძრავის მართვა.

Mersedes 230 კლიმატის კონტროლის ძრავის მართვა.
სურათზე ნაჩვენებია კლიმატის კონტროლის ძრავის მართვის პრაქტიკული სქემა.
adc-pwm-atiny25-practicMersedes 230 -ში ამ სქემის როლს ასრულებს ინტეგრალური მოდული, რომელიც სამწუხაროდ, ხშირად მწყობრიდან გამოდის და საჭირო ხდება მისი შეცვლა. სქემაზე ნაჩვენები მოწყობილობა წარმატებით ცვლის ამ მოდულს და, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, საკმაოდ  საიმედოა (ჩემს შემხვევაში ის უკვე ორი წელია ზამთარ-ზაფხულ მუშაობს). სქემის გულს წარმოადგენს ATTINY25 მიკროკონტროლერი. მისი კვებისათვის საჭირო 5 ვოლტი მიიღება U4 სტაბილიზატორიდან. D2 დიოდი – მძლავრი იმპულსური დიოდია. ის საჭიროა მოტორის მომჭერებზე წარმოშვებული უარყოფითი იმპულსებისაგან სქემის დასაცავად (იხ. პუბლიკაცია “ძრავების მართვა“). U2 მიკროსქემა წარმოადგენს ველით მართული ტრანზისტორის დრაივერს (MOSFET Driver). საქმე იმაშია, რომ ველით მართული ტრანზისტორების შესასვლელი ტევადობა (ტიპიურად 20-30 პიკოფარადი) იწვევს მის შესასვლელზე იმპულსის ფორმის დამახინჯებას – იმპულსის ფრონტების ხანგრძლივობის გაზრდას, რაც თავის მხრივ, მკვეთრად ზრდის ველით მართულ ტრანზისტორში სიმძლავრის გამოყოფას. დრაივერი საშუალებას იძლევა სწრაფად დაიმუხტოს ტრანზისტორის შესასვლელი ტევადობა და, ამრიგად, შეამციროს გამოყოფილი სიმძლავრე. დრაივერის მიკროსქემის შეცვლა წარმატებით შეიძლება კომპლემენტარული (p-n-p და  n-p-n) ტრანზისტორული წყვილით.
განყოფილებიდან “Files” შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ არქივი “Mersedes.rar”, რომელიც შეიცავს Algorithm Builder -ის და Proteus -ის პროექტებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით პუბლიკაციას “PWM “.
თუ თქვენ არ ხმარობთ Algorithm Builders, შეგიძლიათ მიკროპროცესორი პირდაპირ დააპროგრამოთ “ADC-PWM-TINY25_FIX.hex” ფაილით, რომელსაც არქივი “Mersedes.rar” შეიცავს.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s