Gallery

ელექტროჩაიდანი

ელექტროჩაიდანი.

პუბლიკაციაში „ელექტრონათურა“ ნაჩვენები იყო რაოდენ რთულ ფიზიკურ მოვლენებთან გვაქვს საქმე ერთის შეხედვით ისეთ მარტივ და ჩვეულ მოწყობილობებში, როგორიც ტრივიალური ელექტრონათურაა.
ამ პუბლიკაციის მიზანია გაჩვენოთ, რისთვის არის საჭირო ფიზიკის საფუძვლიანი ცოდნა ერთის შეხედვით მარტივი მოწობილობების კონსტრუირებისას.
რა შეიძლება იყოს იმაზე მარტივი, ვიდრე ელექტროჩაიდანი. რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ წყლის ჭურჭელია, რომლის ძირზეც მოთავსებულია ელექტრული გამახურებელი, ანუ ჩვეულებრივი სპირალი, თითქმის ისეთივე, როგორიც გამოიყენება ელექტროღუმელებში.
სპირალში დენის გავლისას მასში გამოიყოფა სითბო (იხ. „ომის კანონი“), რის შედეგადაც წყალი ჭურჭელში თბება და იწყებს დუღილს. სულ ეს არის.
chajnik2მაგრამ წყლის ადუღებისთანავე ჩაიდანი ავტომატურად უნდა ითიშებოდეს. ეს საჭიროა, ჯერ ერთი იმისთვის,რომ დავზოგოთ ელექტროენერგია, მეორეც იმისთვის, რომ წყალი ჩაიდანში არ დაშრეს, რადგან წყლის გარეშე სპირალი ზედმეტად გადახურდება და გადაიწვება.
როგორ მივაღწიოთ ჩაიდანის ავტომატურად გამორთვას?
ყველაზე ხშირად ასეთ პასუხს ვისმენთ:
ვიცით, რომ წყალი ცელსიუსის 100 გრადუსზე დუღს, ამიტომ დავაყენოთ ტემპერატურის გამზომი ელემენტი, რომელიც 100 გრადუსზე გამორთავს ჩაიდანს.
ეს პასუხი არასწორია, რადგან წყლის დუღილის ტემპერატურა დამოკიდებულია ატმოსფერულ წნევაზე. ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია ამინდზე, ჰაერის  ტემპერატურაზე და იმაზე, თუ ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე ვიმყოფებით. სიმაღლის ზრდასთან ერთად ატმოსფერული წნევა ეცემა და ამიტომ მცირდება დუღილის ტემპერატურაც, ანუ წყალი დუღს 100 გრადუსზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე. ძალიან კარგი, იტყვით თქვენ, თუ ტემპერატურის მზომ ელემენტს მაგალითად, 100,5 გრადუსზე დავაყენებთ, მაშინ წყლის ტემპერატურის მატების კვალობაზე,  ჩაიდანი ყველა შემთხვევაში გამოირთვება. ეს მსჯელობაც არასწორია, რადგან დუღილის დაწყების შემდეგ წყლის ტემპერატურა აღარ მატულობს. თუ ატმოსფერული წნევა ისეთია, რომ  დუღილი 98,5 გრადუსზე დაიწყო, მაშინ მდუღარე წყლის ტემპერატურა დუღილის მთელი პროცესის განმავლობაში 98,5 გრადუსი იქნება და ამიტომ ჩვენი ჩაიდანიც არასდროს არ გაითიშება. თუ გათიშვის ტემპერატურას 98,5  გრადუსზე დავაყენებთ, მაშინ უფრო მაღალი ატმოსფერული  წნევის პირობებში ჩაიდანი გაითიშება, მაგრამ წყალი აუდუღარი დარჩება.
აი, ასეთი სიძნელეები გვხვდება ისეთ მარტივ მოწყობილობებშიც კი, როგორიც ელექტროჩაიდანია.
ნახაზზე ნაჩვენებია ამ პრობლემის გადაჭრის ერთერთი ვარიანტი.
chainikდახურულ ელექტროჩაიდანში წყლის დუღილის დაწყების შემდეგ, ინტენსიური აორთქლების გამო, წყლის ზედაპირის თავზე ორთქლის წნევა მკვეთრად იზრდება და დუღილის პროცესში სულ უფრო და უფრო მატულობს. ეს წნევა, ჩაიდნის ღრუ სახელურის გავლით, ზემოქმედებას ახდენს ავტომატური ამომრთველის მემბრანაზე და წნევის  საკმარისი სიდიდის მიღწევისას ახდენს ჩაიდნის გამორთვას. აქ საქმეს შველის ის გარემოება, რომ ჩაიდანი  დახურულია. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ წნევა წყლის ზედაპირის თავზე არ გაიზრდებოდა, იგი მუდამ ატმოსფერული წნევის ტოლი იქნებოდა.
სცადეთ მოიფიქროთ, როგორ განვახორციელოთ ჩაიდნის ავტომატური გამორთვა ასეთ შემთხვევაში. შესაძლო ვარიანტები მოიწერეთ კომენტარებში.
მიირთვით ჩაი. ღმერთმა შეგარგოთ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s