გალერეა

ანდროიდები

ანდროიდები.

შო დე ფონ – ასე ჰქვია სოფელს შეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე. მე-18 საუკუნის შუა წლებში ამ სოფლის მთელი მოსახლეობა საათების კეთებით იყო დაკავებული. ერთნი ამზადებდენენ ზამბარებს, მეორენი კბილანურ ბორბლებს, ზოგს სპეციალობად გაეხადა ციფრების ხატვა, სხვები ამზადებდნენ ემალს და ა.შ.
მამა – შვილი პიერ-ჟაკ და ანრი დრო საათების გარდა,  ამზადებდნენ სხვადასხვა ფიგურებს, რომლებიც საათის მექანიზმით იმართებოდა.

მათ მიერ დამზადებული ადმიანების მექნიკური ფიგურები საყოველთაო აღფრთოვანებას იწვევდა. 1774 წელს პარიზში, გამოფენაზე, გამომგონებლებმა წარადგინეს ადამიანის ფიგურები, რომლებიც ისე რეალისტურად გამოიყურებოდნენ, რომ ავტორებს უხდებოდათ მათთვის ზურგის მოხსნა, რათა დამთვალიერებლებს ჩაეხედათ მექნიზმში და დარწმუნებულიყვნენ მათს მექანიკურ წარმოშობაში.

მწერალი ბიჭი. მექნიკური ფიგურა იღებდა ბატის ფრთის კალამს, აწობდა მას სამელნეში და და მრგვალი, ლამაზი ასოებით გამოყავდა სიტყვები და მთელი ფრაზები ქაღალდზე. წერისას ის თავს აბრუნებდა აქეთ-იქით, იმგვარად, თითქოს თვალს აყოლება ნაწერს. წერის დასრულების შემდეგ, იგი ქაღალდს აყრიდა ფერფლს მელნის გასაშრობად და შემდეგ, ხელის აქნევით ყრიდა ფერფლს ქაღალდიდან.

მუსიკოსი ქალი. ფიგურა უკრავდა მუსიკალურ ნაწარმოებებს კლავესინზე. მუსიკა ჟღერდა მკაფიოდ და სასიამოვნოდ. დაკვრის დროს ფიგურა თვალებს აყოლებდა ნოტებს, მისი მკერდი სუნთქავდა. დაკვრის შემდეგ იგი თავს უკრავდა მაყურებელს.

პარიზის 1774 წლის გამოფენის შემდეგ მსგავსმა ავტომატებმა დაიმკვიდრეს სახელწოდება „ანდროიდი“, რომელიც წარმოდგება მათი გამომგონებლის – ანრი დროს სახელისაგან.

1 responses to “ანდროიდები

  1. მშვენიერი ინფორმაციაა 🙂

დატოვეთ კომენტარი