Category Archives: Uncategorized

რობოტი 42

ი.ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის რობოტი.

 

მარტივი რობოტი – გააკეთე შენ თვითონ.

დაწვრილებითი ინსტრუქციები შეგიძლიათ ნახოთ საიტზე: http://www.instructables.com/id/3D-Printed-Robot/

პი-ს დღე

დღეს პი-ს დღეა, 14 მარტი, ანუ 3.14.
გილოცავთ. აქვე გაგაცნობთ ერთ ლექსს, რომელიც დაგეხმარებათ პი რიცხვის დიდი სიზუსტით დამახსოვრებაში.

რომ (პი) ნახო, (პი) იცოდე,
გახსოვდეს ეს რიცხვი მარად,
აჰა, ლექსი მოგაწოდე,
გეხმარება უებარად.

ამ ლექსის შემადგენელი სიტყვების ასოთა რაოდენობა შეესაბამება (პი) რიცხვის შემადგენელ ციფრებს.
“რომ” – 3 ასოა, (პი) – 1, “ნახო” – 4, (პი) – 1, “იცოდე”- 5.
და ასე შემდეგ. ლექსის მიხედვით (პი)=3.1415926535897…

ჩინური სახურავი.

იმ მრუდს, რომლის გასწვრივაც ბურთულა ყველაზე სწრაფად ეშვება, ბრახისტოხრონა (უსწრაფესი დაშვების მრუდი) ეწოდება. სწორედ ეს ფორმა აქვს ჩინური სახლების სახურავებს. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ინტენსიური წვიმების დროს წყალი რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვიდეს სახურავიდან, არ დაგროვდეს და არ ჩაანგრიოს სახურავი. ჩინელებმა კარგად იცოდნენ მათემატიკა!!!

%d1%84%d0%b0%d0%bd%d0%b7%d0%b0

გალერეა

რედუქტორი სერვო ძრავისთვის.

რედუქტორი სერვო ძრავისთვის. 3D პრინტერები სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება მომხმარებლთა ფართო წრისათვის, რაც საგრძნობლად აადვილებს სხვა და სხვა პროექტების მექანიკური ნაწილის პროექტირება-მაკეტირების პროცესს. ამ პოსტში გთავაზობთ სერვო ძრავის რედუქტორის  3D ნაწილების მზა stl ფაილებს, რომლებიც პირდაპირ შეიძლება გამოყენებული … Continue reading

რობოტი “კუსა” (თავი).

რობოტის თავი. ეკრანი – ანდროიდი პლანშეტი. რეაგირებს მიახლოებაზე, ხმაზე. კავშირი მიკროკონტროლერთან – ბლუთუზი.

ხუთი ვაშლი.

ბურატინოს მისცეს ხუთი ვაშლი. ბურატინომ სამი ვაშლი შეჭამა.
რამდენი ვაშლი აქვს ბურატინოს?

პასუხი – “ორი ვაშლი” არ არის სწორი, რადგან უცნობია, რამდენი ვაშლი ჰქონდა ბურატინოს ხუთი ვაშლის მიცემამდე.

გაანულეთ ცვლადები.

დიფერენციალი

რობოტი მაქსიმუსი – ნიჭიერი

საკერავი მანქანის მუშაობის პრინციპი

ედი და მაქსი რუსთავი2-ზე

 

მსოფლიოს საუკეთესო რობოტები.

კოსმოსური ზონდი “როზეტა”

1799 წელს ეგვიპტის ქალაქ როზეტას სიახლოვეს ნაპოვნი იქნა ქვა, რომელზეც სამ სხვადასხვა დამწერლობაზე შესრულებული სამი იდენტური შინაარსის ტექსტი იყო დატანილი. ერთ ერთი მათგანი მეცნიერებისათვის კარგად ცნობილ ძველ ბერძნულზე იყო დაწერილი, მეორე – ძველ ეგვიპტური დეოტიური დამწერლობის გამოყენებით, ხოლო მესამე – მანამდე სრულიად უცნობ ძველ ეგვიპტური იეროგლიფებით იყო შესრულებული. ტექსტების შედარებამ საშუალება მისცა მეცნიერებს გაეშიფრათ ძველ ეგვიპტური იეროგლიფები. გაშიფვრაში დიდი როლი ითამაშა, აგრეთვე, მდ. ნილოსის კუნძულ ფილეზე აღმოჩენილ ობელისკზე დატანილმა ტექსტმა.

და აი, 2004 წლის 2 მარტს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ კოსმოსში გააგზავნა ზონდი, რომლის სახელწოდებაა „როზეტა“.ზონდი განკუთვნილია ე.წ.  67P/ ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტის შესასწავლად. 10 წლიანი ფრენის შემდეგ, 2014 წლის 6 აგვისტოს, ზონდი მიიტანს კომეტამდე საკვლევ აპარატს „ფილე“, რომელიც დაეშვება კომეტის ზედაპირზე და ჩაატარებს მისი შემადგენლობის მრავალ მხრივ გამოკვლევას. ეს საშუალებას მისცემს მეცნიერებს გაიგონ, როგორი იყო მზის სისტემა პლანეტების ჩამოყალიბებამდე.



 ზონდის დაშვებაზე ლაივ დაკვირვება შესაძლებელია ლინკზე:
http://rosetta.esa.int/
ენიშვნა: საიტზე მითითებულია დრო გრინვიჩის მერიდიანის მიხედვით (GMT) და ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო (CEST).

როზეტა ბავშვებისათვის:
http://www.esa.int/esaKIDSen/SEMPMMY0SXH_OurUniverse_0.html
http://www.esa.int/esaKIDSen/SEM5QY11CYH_OurUniverse_0.html

იუტუ – მთვარეზე მცხოვრები კურდღელი.

იუტუ – ასე ეწოდება ჩინურ მითოლოგიაში კურდღელს, რომელიც მთვარეზე ცხოვრობს და მთვარის ქალღმერთს – ჩანგ’ი -ს ეკუთვნის.

2013 წლის დეკემბერში ჩინურმა კოსმოსურმა ხომალდმა „Chang’e 3“  განახორციელა პირველი ჩინური რობოტული მოდულის  მთვარის ზედაპირზე განთავსება. მთვარის  რობოტული მოდულის სახელია „Yutu“.

(წყარო http://charliuss.com/2013/12/17/scientific-news/)

Yutu

 

Innov-a-thon Tbilisi

ტექნოლოგიური სტარტაპების საერთაშორისო კონკურსი
Innov-a-thon Tbilisi.

turn8
საკონკურსოდ წარმოდგენილი იქნა 22 პროექტი.

4 გამარჯვებულს შორის დასახელდა GEOROBOT-ის პროექტი
s-MART.

 

GEOROBOT

სიუჟეტი გადაცემაში “კიბერჰაუსი” GDS-TV. 7 მაისი 2014….