Gallery

ჩემი რობოტი

ჩემი რობოტი მე დამყვება.

ვიდეოზე ნაჩვენებია ვარიანტი ნოუტბუკისათვის.

ფოტოებზე ქვემოთ ნაჩვენებია ვარიანტი პერსონალური კომპიუტერით (ნოუტბუკის მაგივრად):

eddie1
eddie

eddie2

თუ შესაბამის ტანს დავადგავთ და თავს დავუმატებთ, აი, რა გამოვა:

MeAndRobbyეს რობოტი რეაგირებს ხმაზე და ახდენს სივრცეში ორიენტაციას ხმის მიმართულების მიხედვით; იგი გხედავთ თქვენ და ახდენს რეაგირებას თქვენს ჟესტებზე (მაგ., შეუძლია გაარჩიოს რომელი ხელი ასწიეთ თავს ზემოთ, ან გასწიეთ განზე, ან მოხარეთ იდაყვში, ან რომელი მიმართულებით გადახარეთ თავი);   იგი აღჭურვილია ლაზერული მანძილმზომით და შეუძლია მანძილის განსაზღვრა თქვენამდე ან გარშემო მყოფ საგნებამდე; ხედავს სპექტრის ინფრაწითელ უბანში და არ სჭირდება განათება; ინფრაწითელი და ულტრაბგერითი სენსორების დახმარებით შეუძლია მცირე ზომის დაბრკოლებების (მაგ., ბურთი, ქვა) აღმოჩენა და მათი გარშემოვლა;  შეუძლია ფოტოს გადაღება და ფოტოების სხვა კომპიუტერზე გადაგზავნა, აგრეთვე სხვა კომპიუტერებზე სხვადასხვა პროგრამების გაშვება; მას შეუძლია გაჰყვეს ადამიანს და მცირე ტვირთიც კი წამოიღოს; მუშაობს ავტონომიურ რეჟიმში, წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით 4 საათის განმავლობაში; შეუძლია ვიდეო და აუდიო ფაილების დაკვრა;  შეუძლია მუშაობა დისტანციურ რეჟიმში, როდესაც მას სხვა კომპიუტერიდან  მართავს ოპერატორი. ამ რეჟიმში ოპერატორი ხედავს ყველაფერს, რასაც ხედავს რობოტი და ესმის ყველაფერი, რაც ესმის რობოტს. ამ დროს რობოტი ახმოვანებს ოპერატორის ლაპარაკს სპეციფიური მექნიკური ხმით, რაც ქმნის სრულ ილუზიას, რომ რობოტს ელაპარაკებით.

6 responses to “ჩემი რობოტი

  1. დააკონკრეტეთ რა ზუსტად რა ფირმის და რომელი მოდელის პროცესორი უნდა და სხვა ნაწილებიც

  2. აქ რომ რობოტი ხატია იმას ზუსტად რა ნაწილები სჭირდება ეგ მაინტერესებს

    • “აქ რომ რობოტი ხატია”, იმას რამოდენიმე ასეული დეტალი აქვს და კიდევ, რაც მთავარია, სპეციალურად მისთვის დაწერილი პროგრამული უზრუნველყოფა. ძირითადი მოდულებია: სამი ინფრაწითელი სენსორი, ორი ულტრაბგერითი სენსორი, ორი მუდმივი ძაბვის ძრავი, კინექტი, კომპიუტერი, UPS, აკუმულატორი, ორი მძლავრი PWM მოდული, სამი ატმელის ფირმის მიკროკონტროლერი, შვიდი სერვო მოტორი, WI-FI მოდული, აუდიო გამაძლიერებელი, დინამიკები. მგონი არაფერი არ გამომრჩა.

      • კარგი სირთულის სისტემაა🙂
        Raspberry Pi ან რამე უფრო მძლავრი კომპიუტერს ვერ ჩაანავვლებს?

  3. მადლობა

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s