Gallery

ARDUINO + PROTEUS

იცის ღმერთმა, რომ ყველანაირად ვეცადე ამერიდებინა ჩემი მკითხველი იმ ჭირისთვის, რომელსაც არდუინო ეწოდება. ძალიან ვცდილობდი, რომ დაწვრილებით გამეცნო მკითხველისთვის Atmel მიკროკონტროლერების აგებულება, მათი მუშაობის პრინციპები და, რაც მთავარია, ალგოროთმები, რომელთაც ეფუძნება ამა თუ იმ მოწყობილობის მართვა. მაგრამ ამ პოსტში გადავწყვიტე გავუადვილო ცხოვრება მათ, ვინც ამ ჭირს ვერ გაექცა.
მაშ ასე, როგორ მოვახდინოთ Arduino სკეტჩის სიმულაცია Proteus სიმულატორში. მაგალითად ავირჩიოთ სკეტჩი Files,Examples,Servo,Knob. ამ სკეტჩისთვის საჭიროა თვითონ არდუინო, სერვო ძრავა და პოტენციომეტრი. თუ არც ერთი, ან რომელიმე მათგანი არ გვაქვს, მაშინ გამოსავალი ერთია –  შევეცადოთ მის სიმულაციას Proteus-ში. პირველ რიგში, ცხადია, უნდა ვიპოვნოთ ის hex ფაილი, რომელსაც ქმნის Arduino IDE სკეტჩის კომპილირებისას.
თუ თქვენ ხმარობთ Arduino IDE -ს, რომელიც ჩამოტვირთეთ www.arduino.cc -დან (მაგ., Arduino 1,6.5), მაშინ შეგიძლიათ მიჰყვეთ ქვემოთ მოყვანილ ვიდეო ინსტრუქციას.

Documents\Arduino\Knob ფოლდერში თქვენ დაგხვდებათ სკეტჩის შესაბამისი hex ფაილი.
თუ თქვენ ხმარობთ Arduino IDE -ს, რომელიც ჩამოტვირთეთ www.arduino.org -დან, რომელშიც არ არის ოპცია “Export compiled binary”, მაშინ მენიუში ირჩევთ Sketch, Verify/Compile და შემდეგ Project Explorer-ში (და არა Internet Explorer-ში) წერთ “%temp%\” , აჭერთ Enter და პოულობთ რომელიმე (თარიღისა და დროის მიხედვით მიხვდებით)  “build XXXXXXXX.tmp” ფოლდერს რომელიც უამრავ სხვა ფაილებთან ერთად შეიცავს თქვენს “Knob.cpp.hex” ფაილსაც (იხ. ვიდეო).

ახლა დაგვჭირდება არდუინოს ბიბლიოთეკა Proteus-თვის.  ჩვენი საიტის “Failes” გაყოფილებიდან ჩამოტვირთეთ  “ARDUINO-lib.rar” არქივი, მოახდინეთ მისი დეარქივაცია და ფაილი “ARDUINO.LIB” ჩაწერეთ Proteus-ის “Library” ფოლდერში (C:\Program Files\Labcenter Electronics\Proteus 7 Professional\LIBRARY).
Proteus სიმულატორი დაწვრილებით არის განხილული ჩვენი საიტის ადრეულ პოსტებში. მაგ,.მიკროკონტროლერის  პროგრამირება  ერთ  დღეში”.
გახსენით ახალი პროექტი პროტეუსში. მენიუში Library, Pick Device/Symbol მოძებნეთ “Arduino” და აირჩიეთ თქვენი არდუინო (მაგ.,ARDUINO UNO R3). მოძებნეთ აგრეთვე ინტერაქტიური პოტენციომეტრი POT-HG და სერვო ძრავი MOTOR-PWMSERVO და შეაერთეთ ისინი ვიდეოზე ნაჩვენები სქემით.
არდუინოს გამოსახულებაზე მაუსის მარჯვენა ღილაკით აირჩიეთ “Edit Properties” და ფანჯარაში “Program File:” შეიყვანეთ თქვენი hex ფაილის სრული დასახელება. “Play” ღილაკზე დაჭერით გაუშვით სიმულაცია და დატკბით შედეგით.

 

 

 

 

One response to “ARDUINO + PROTEUS

  1. რატომ არის არდუინო ჭირი? ვერ ვერკვევი კარგად, მაინტერესებს უბრალოდ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s