Gallery

Kinect – დღე 2.

კინეკტი – დღე 2.  

კინეკტის კომპიუტერთან მიერთების პრობლემა გადაჭრილია (პუბლიკაცია “Kinect-დღე 1“) , მაგრამ ნუ ვიჩქარებთ მის მიერთებას. კინეკტის გაცოცხლებისთვის აუცილებელია კომპიუტერზე მისი დრაივერების ინსტალირება. საჭირო დრაივერებს შეიცავს KinectSDK-v1.8 , რომელიც შეიძლება ჩამოტვირთოთ ჩვენი საიტის “Files” განყოფილებიდან (ჩვენთვის საჭირო ყველა ფაილი სწორედ აქ ინახება).
ჩამოტვირთეთ და გაუშვით KinectSDK-v1.8-Setup.exe . დაელოდეთ ინსტალაციის დასრულებას და მიუერთეთ კინეკტი კომპიუტერს. შედით “Start” მენიუში,  დააჭირეთ მაუსის მარჯვენა   ღილაკი “Computer”-ს და ამოირჩიეთ “Properties”.  ახალ ფანჯარაში  დააჭირეთ “Device Manager”. დრაივერების წარმატებით დაინსტალირების შემთხვევაში, Device Manager -გამოჩნდება პუნქტი  “Kinect for Windows”.  ჩამოშალეთ ეს პუნქტი:

kinect-drivers

ახლა დადგა დრო, ავამუშაოთ კინეკტი. ჩამოტვირთეთ FAAST-1.2.zip არქივი და მოახდინეთ მისი დეარქივაცია ნებისმიერ დირექტორიაში. გაუშვით პროგრამა FAAST და დააჭირეთ “Connect”.
ვაშა! ვჩანვართ. იმისთვის, რომ პროგრამამ გაიგოს სად გაქვთ ხელები და სად ფეხები,  ასწიეთ ხელები თავს ზემოთ („ხელები მაღლა“ – პოზაში) და დადექით კინეკტის წინ  ისე, რომ თითქმის მთლიანად ეტეოდეთ ეკრანზე. იდექით ასე რამოდენიმე წამის განმავლობაში. ხელების ჩამოწევის შემდეგ დაინახავთ საკუთარ ჩონჩხს:

kin1

შედით პროგრამის “Display” განყოფილებაში და შეცვალეთ “Background Pixels” , “Foreground Pixels” პარამეტრები:

kin2

kin3

კინეკტის ჩონჩხის ელემენტები და მათი დასახელება სხვადასხვა სისტემაში შეიძლება რამდენადმე განსხვავდებოდნენ:

SKEL1

SKEL2

იმისთვის, რომ FAAST პროგრამამ ჩვენი ჟესტიკულაციის მიხედვით რაიმე მოქმედება შეასრულოს, საჭიროა გადავიდეთ პროგრამის “Gestures” განყოფილებაში და შევქმნათ რაიმე სცენარი. დააჭირეთ “New Gesture”.  შემდეგ როგორც ქვემოთ არის (გასადიდაბლად დააწკაპუნეთ სურათებზე):

Faast2

ამით ჩვენ მივანიშნებთ პროგრამას, რომ პირველ ჟესტზე რეაქცია უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რეაქცია უნდა გრძელდებოდეს განუწყვეტლივ 0.5 წმ ინტერვალებით.
დააჭირეთ “OK” , ამოირჩიეთ “Input”  და დააჭირეთ  “Add”.

Faast3

გვერდით მენიუში ამოირჩიეთ “Add position constraint” (კიდურების პოზიცია).
შემდეგ როგორც ქვემოთ არის:

Faast4

ამით ჩვენ მივანიშნებთ პროგრამას, რომ პირველი ჟესტი  განისაზღვრება როგორც მარჯვენა ხელის გაშვერა მარჯვნივ, მარჯვენა მხარიდან მინიმუმ 40 სანტიმეტრის დაშორებაზე.
დააჭირეთ “OK”, ამოირჩიეთ  “Output” და დააჭირეთ “Add”.

Faast5

გვერდით მენიუში აირჩიეთ “Add mouse move event” (მაუსის კურსორის გადაადგილება).
შემდეგ როგორც ქვემოთ არის:

Faast6

ამით ჩვენ მივანიშნებთ პროგრამას, რომ პირველი ჟესტის აღმოჩენისას მაუსის კურსორი უნდა გადაადგილდეს მერჯვნივ 20 პიქსელზე იმ მდებარეობის მიმართ, რომელიც მას მანამდე ეკავა.
დააჭირეთ “OK”. პირველი ჟესტის და მასზე რეაქციის განსაზღვრა დამთავრებულია.

Faast7

გააგრძელეთ ანალოგიურად, სანამ არ მიღებთ ასეთ სურათს:

FAAST-Gestures

დააჭირეთ “Save” და დაარქვით სცენარს რაიმე სახელი. შემდგომში თქვენ შეგეძლებათ გამოიძახოთ ეს სცენარი “Load” კნოპზე დაჭერით.
გადადით პროგრამის “Sensor” განყოფილებაში და დააჭირეთ “Start Emulator”.
ახლა თქვენ შეგიძლიათ მართოთ მაუსის კურსორი მარჟვენა ხელის ჟესტიკულაციით.
მშვენიერია! მაგრამ კიდევ უკეთესი იქნება, თუ მოვახერხებთ ისეთი პროგრამის დაწერას, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჟესტების საშუალებით შევასრულოთ უფრო რთული, ჩვენს მიერ გასაზღვრული ოპერაციები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული FAAST პროგრამაში. მაგრამ ამაზე შემდგომ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s