Gallery

Kinect – დღე 3.

კინეკტი – დღე 3.   

მაშ ასე, ჩვენი კინეკტი მუშაობს (Kinect – დღე 2). ახლა დადგა დრო, ჩვენ თვითონ დავწეროთ კინეკტის მართვის პროგრამა. დავისახოთ მიზნად, რომ პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს კინეკტის შემდეგი შესაძლებლობების რეალიზაციას:  ფერადი კამერის გამოსახულების ჩვენებას; ინფრაწითელი კამერის გამოსახულების ჩვენებას; ინფრაწითელი ლაზერის საშუალებით დასაკვირვებელ ობიექტამდე მანძილის განსაზღვრას; მიკროფონების სისტემის საშუალებით ბგერის წყაროს მიმართულების დადგენას;  ადამიანის ჩონჩხის ელემენტების ამოცნობას; ჩვენს ჟესტიკულაციაზე სათანადო რეაგირებას;  კინეკტის დახრის კუთხის რეგულირებას.
როგორც ვხედავთ, მიზანი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება.
რა თქმა უნდა, ამდენ მონაყოლს ერთხელ ნახვა აჯობებდა. ჩვენი საიტის  “Files” განყოფილებიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უკვე მზა სადემონსტრაციო პროგრამის საინსტალაციო ფაილი “MyFirstKinect-setup.rar” და ნახოთ, რის გაკეთებას ვაპირებთ.
ყურადღება!!!  სადემონსტრაციო პროგრამა არის ის, რაც მე დავწერე და არა ის, რაც თქვენ გჭირდებათ თქვენი მიზნების განსახორციელებლად. ამიტომ დაბეჯითებით გირჩევთ, გააგრძელოთ კითხვა და დაეუფლოთ პროგრამირების საფუძვლებს. ეს საშუალებას მოგცემთ მოარგოთ კინეკტის შესაძლებლობები თქვენს ამოცანებს.

ჩამოვტვირთოთ Visual Basic 2010 Express. Visual Studio პაკეტის Express  გამოცემა უფასოა, ხოლო Visual Basic – ამ პაკეტში შემავალი ენებიდან ყველაზე ადვილი და ინტუიტურად გასაგები.

დაინსტალირების შემდეგ შეგვიძლია შევუდგეთ პროგრამირებას. ქვემოთ ვიდეოზე ნაჩვენებია იმ მოქმედებების თანმიმდევრობა, რომლებიც უნდა შევასრულოთ, დასახული მიზნის მისაღწევად. კარგი გარჩევისუნარიანობისათვის მოძებნეთ ვიდეოზე ნიშანი YouTube და დააჭირეთ მას. ვიდეოზე ნაჩვენებია პროგრამირების ოპერაციების მხოლოდ დასწყისი თანმიმდევრობები.

დანარჩენი შეგიძლიათ ნახოთ ტექსტურ ფაილში “MyKinect1.docx”  და პირდაპირ დააკოპიროთ თქვენს პროგრამაში. ნუ შეგაშფოთებთ ქართული კომენტარები – ( ‘ ) ნიშნით გამოყოფილ ტექსტს კომპილატორი არ აღიქვამს. ტექსტის მთლიანად დაკოპირების შემდეგ დაიმახსოვრეთ პროგრამა “File”, “Save All”. პროგრამის გასაშვებად დააჭირეთ F5.

რა თქმა უნდა, პროგრამა დასრულებული არ არის. იგი მხოლოდ აჩვენებს ფერადი კამერის გამოსახულებას და მართავს კინეკტის დახრის კუთხეს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს მხოლოდ მე-3 დღეა. დანარჩენი მოგვიანებით.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s