OLED დისპლეი

სურათზე ნაჩვენებია 0.9 ინჩიანი OLED დისპლეი, რომლის გარჩევისუნარიანობა შეადგენს 96×64 პიქსელს. იგი იყენებს SSD1331  დრაივერს. ქართული ფონტების ჩასატვირთავად საჭიროა Arduino\libraries\Adafruit_GFX_Library\Fonts ფოლდერში ჩავსვათ ქართული ფონტების ფაილი, რომელიც შეიძლება ჩამოვტვირთოთ https://app.box.com/s/mdag0unrtuw9ayxm7ogorj4mwjtt69w4 მისამართიდან. არდუინოს სკეტჩში უნდა დავამატოთ  #include <Fonts/OledGeo.h> და შემდეგ, საჭირო ადგილას display.setFont(&OledGeo);display.println(“abgdevzTiklmnopJrstufqRySCc”); და ასე შემდეგ. თუ საწყის (ინგლისურ) ფონტებზე დაბრუნება დაგჭირდათ, მაშინ display.setFont();

 

 

რობოტი 42

ი.ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის რობოტი.

 

რობოტი “კუსა” გილოცავთ ახალ 2018 წელს.

მარტივი რობოტი – გააკეთე შენ თვითონ.

დაწვრილებითი ინსტრუქციები შეგიძლიათ ნახოთ საიტზე: http://www.instructables.com/id/3D-Printed-Robot/

პი-ს დღე

დღეს პი-ს დღეა, 14 მარტი, ანუ 3.14.
გილოცავთ. აქვე გაგაცნობთ ერთ ლექსს, რომელიც დაგეხმარებათ პი რიცხვის დიდი სიზუსტით დამახსოვრებაში.

რომ (პი) ნახო, (პი) იცოდე,
გახსოვდეს ეს რიცხვი მარად,
აჰა, ლექსი მოგაწოდე,
გეხმარება უებარად.

ამ ლექსის შემადგენელი სიტყვების ასოთა რაოდენობა შეესაბამება (პი) რიცხვის შემადგენელ ციფრებს.
“რომ” – 3 ასოა, (პი) – 1, “ნახო” – 4, (პი) – 1, “იცოდე”- 5.
და ასე შემდეგ. ლექსის მიხედვით (პი)=3.1415926535897…

ჩინური სახურავი.

იმ მრუდს, რომლის გასწვრივაც ბურთულა ყველაზე სწრაფად ეშვება, ბრახისტოხრონა (უსწრაფესი დაშვების მრუდი) ეწოდება. სწორედ ეს ფორმა აქვს ჩინური სახლების სახურავებს. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ინტენსიური წვიმების დროს წყალი რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვიდეს სახურავიდან, არ დაგროვდეს და არ ჩაანგრიოს სახურავი. ჩინელებმა კარგად იცოდნენ მათემატიკა!!!

%d1%84%d0%b0%d0%bd%d0%b7%d0%b0

გალერეა

რედუქტორი სერვო ძრავისთვის.

რედუქტორი სერვო ძრავისთვის. 3D პრინტერები სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება მომხმარებლთა ფართო წრისათვის, რაც საგრძნობლად აადვილებს სხვა და სხვა პროექტების მექანიკური ნაწილის პროექტირება-მაკეტირების პროცესს. ამ პოსტში გთავაზობთ სერვო ძრავის რედუქტორის  3D ნაწილების მზა stl ფაილებს, რომლებიც პირდაპირ შეიძლება გამოყენებული … Continue reading

ბლუთუზი

smart-bluetooth-widget-pro_39491

ჰარალდ I ლურჯკბილა (დან. Harald Blatand, ინგ. Harald Bluetooth) გორმსონი – დანიისა და ნორვეგიის მეფე. მეტსახელი მიიღო მუქი ფერის კბილების გამო. მისი მეფობის დროს 965 წელს დანიამ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანობა. მის სახელს უკავშირდება შვეციის, დანიის და ნორვეგიის ტერიტორიებზე არსებული ტომების გაერთიანება.
1994 წელს ფირმა Ericsson-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს RS-232 მონაცემთა გადაცემის კაბელური ქსელის ალტერნატივა – ელექტრომაგნიტური ტალღების ზემაღალი სიხშირის დიაპაზონის პერსონალური ქსელის (PAN) კონცეფცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებალია სტაციონალურ და მობილურ მოწყობილობებს შორის უკაბელო კომუნიკაცია.
სისტემას ჰარალდ I ლურჯკბილას პატივსაცემად Bluetooth დაერქვა, ხოლო მისი ლოგოტიპი წარმოადგენს ორი ნორდიკული რუნის (Hagall)და (Berkanan) გაერთიანებას.
აი, ასe გამოიყურება Hagall და Berkanan რუნები:

bluetooth
HB – Harald Bluetooth.

 

 

რობოტი “კუსა” (თავი).

რობოტის თავი. ეკრანი – ანდროიდი პლანშეტი. რეაგირებს მიახლოებაზე, ხმაზე. კავშირი მიკროკონტროლერთან – ბლუთუზი.

ხუთი ვაშლი.

ბურატინოს მისცეს ხუთი ვაშლი. ბურატინომ სამი ვაშლი შეჭამა.
რამდენი ვაშლი აქვს ბურატინოს?

პასუხი – “ორი ვაშლი” არ არის სწორი, რადგან უცნობია, რამდენი ვაშლი ჰქონდა ბურატინოს ხუთი ვაშლის მიცემამდე.

გაანულეთ ცვლადები.

გალერეა

ARDUINO + PROTEUS

იცის ღმერთმა, რომ ყველანაირად ვეცადე ამერიდებინა ჩემი მკითხველი იმ ჭირისთვის, რომელსაც არდუინო ეწოდება. ძალიან ვცდილობდი, რომ დაწვრილებით გამეცნო მკითხველისთვის Atmel მიკროკონტროლერების აგებულება, მათი მუშაობის პრინციპები და, რაც მთავარია, ალგოროთმები, რომელთაც ეფუძნება ამა თუ იმ მოწყობილობის მართვა. მაგრამ ამ პოსტში გადავწყვიტე გავუადვილო … Continue reading

დიფერენციალი

რობოტი “ანდრო”.

რობოტი მაქსიმუსი – ნიჭიერი

ხაზის გასწვრივ მოძრაობა

საკერავი მანქანის მუშაობის პრინციპი

გალერეა

AVR ALGORITHM BUILDER ქართული წიგნი

This gallery contains 1 photos.

AVR ALGORITHM BUILDER ქართული წიგნი.     ჩვენი საიტის ერთერთი პოსტის კომენტარში ჩვენი მკითხველი – DrAcid (https://giomjava.wordpress.com/) გვწერს: ორი წლის წინ გავიარეთ უნივერსიტეტში საგანი“მიკროკონტროლერების დაპროგრამება”. სწავლისათვის ვიყენებდით გარემოს Algorithm Builder. წიგნი რუსულად და ინგლისურად იყო… გადავწყვიტე მისი თარგმნა, დიდი ხანია მიდევს არქივებში … Continue reading

ედი და მაქსი რუსთავი2-ზე

 

გალერეა

ზეგამტარობა. მაგნიტური ლევიტაცია.

This gallery contains 5 photos.

რაიმე წერტილის გარშემო მბრუნავი სხეულის იმპულსის ვექტორულ ნამრავლს ბრუნვის რადიუს-ვექტორზე იმპულსის მომენტი ეწოდება. ასეთი იმპულსის მომენტი გააჩნია ელექტრონსაც, რომელიც ატომბირთვის გარშემო ბრუნავს და მას ორბიტალურ მომენტს ეძახიან. იმპულსის ორბიტალური მომენტის მსგავსად, ელექტრონს (ისევე, როგორც სხვა ნაწილაკებსაც) გააჩნია, აგრეთვე, ე.წ. იმპულსის … Continue reading

GDS-TV. გადაცემა “კიბერჰაუსი”.