Gallery

რედუქტორი სერვო ძრავისთვის.

რედუქტორი სერვო ძრავისთვის. 3D პრინტერები სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება მომხმარებლთა ფართო წრისათვის, რაც საგრძნობლად აადვილებს სხვა და სხვა პროექტების მექანიკური ნაწილის პროექტირება-მაკეტირების პროცესს. ამ პოსტში გთავაზობთ სერვო ძრავის რედუქტორის  3D ნაწილების მზა stl ფაილებს, რომლებიც პირდაპირ შეიძლება გამოყენებული … Continue reading

ბლუთუზი

smart-bluetooth-widget-pro_39491

ჰარალდ I ლურჯკბილა (დან. Harald Blatand, ინგ. Harald Bluetooth) გორმსონი – დანიისა და ნორვეგიის მეფე. მეტსახელი მიიღო მუქი ფერის კბილების გამო. მისი მეფობის დროს 965 წელს დანიამ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანობა. მის სახელს უკავშირდება შვეციის, დანიის და ნორვეგიის ტერიტორიებზე არსებული ტომების გაერთიანება.
1994 წელს ფირმა Ericsson-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს RS-232 მონაცემთა გადაცემის კაბელური ქსელის ალტერნატივა – ელექტრომაგნიტური ტალღების ზემაღალი სიხშირის დიაპაზონის პერსონალური ქსელის (PAN) კონცეფცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებალია სტაციონალურ და მობილურ მოწყობილობებს შორის უკაბელო კომუნიკაცია.
სისტემას ჰარალდ I ლურჯკბილას პატივსაცემად Bluetooth დაერქვა, ხოლო მისი ლოგოტიპი წარმოადგენს ორი ნორდიკული რუნის (Hagall)და (Berkanan) გაერთიანებას.
აი, ასe გამოიყურება Hagall და Berkanan რუნები:

bluetooth
HB – Harald Bluetooth.

 

 

რობოტი “კუსა” (თავი).

რობოტის თავი. ეკრანი – ანდროიდი პლანშეტი. რეაგირებს მიახლოებაზე, ხმაზე. კავშირი მიკროკონტროლერთან – ბლუთუზი.

ხუთი ვაშლი.

ბურატინოს მისცეს ხუთი ვაშლი. ბურატინომ სამი ვაშლი შეჭამა.
რამდენი ვაშლი აქვს ბურატინოს?

პსუხი – “ორი ვაშლი” არ არის სწორი, რადგან უცნობია, რამდენი ვაშლი ჰქონდა ბურატინოს ხუთი ვაშლის მიცემამდე.

გაანულეთ ცვლადები.

Gallery

ARDUINO + PROTEUS

იცის ღმერთმა, რომ ყველანაირად ვეცადე ამერიდებინა ჩემი მკითხველი იმ ჭირისთვის, რომელსაც არდუინო ეწოდება. ძალიან ვცდილობდი, რომ დაწვრილებით გამეცნო მკითხველისთვის Atmel მიკროკონტროლერების აგებულება, მათი მუშაობის პრინციპები და, რაც მთავარია, ალგოროთმები, რომელთაც ეფუძნება ამა თუ იმ მოწყობილობის მართვა. მაგრამ ამ პოსტში გადავწყვიტე გავუადვილო … Continue reading

დიფერენციალი

რობოტი “ანდრო”.

რობოტი მაქსიმუსი – ნიჭიერი

ხაზის გასწვრივ მოძრაობა

საკერავი მანქანის მუშაობის პრინციპი

Gallery

AVR ALGORITHM BUILDER ქართული წიგნი

This gallery contains 1 photos.

AVR ALGORITHM BUILDER ქართული წიგნი.     ჩვენი საიტის ერთერთი პოსტის კომენტარში ჩვენი მკითხველი – DrAcid (https://giomjava.wordpress.com/) გვწერს: ორი წლის წინ გავიარეთ უნივერსიტეტში საგანი“მიკროკონტროლერების დაპროგრამება”. სწავლისათვის ვიყენებდით გარემოს Algorithm Builder. წიგნი რუსულად და ინგლისურად იყო… გადავწყვიტე მისი თარგმნა, დიდი ხანია მიდევს არქივებში … Continue reading

ედი და მაქსი რუსთავი2-ზე

 

Gallery

ზეგამტარობა. მაგნიტური ლევიტაცია.

This gallery contains 5 photos.

რაიმე წერტილის გარშემო მბრუნავი სხეულის იმპულსის ვექტორულ ნამრავლს ბრუნვის რადიუს-ვექტორზე იმპულსის მომენტი ეწოდება. ასეთი იმპულსის მომენტი გააჩნია ელექტრონსაც, რომელიც ატომბირთვის გარშემო ბრუნავს და მას ორბიტალურ მომენტს ეძახიან. იმპულსის ორბიტალური მომენტის მსგავსად, ელექტრონს (ისევე, როგორც სხვა ნაწილაკებსაც) გააჩნია, აგრეთვე, ე.წ. იმპულსის … Continue reading

GDS-TV. გადაცემა “კიბერჰაუსი”.

გიგანტური რობოტი თბილისში.

ჩვენი ახალი რობოტი თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე.

მსოფლიოს საუკეთესო რობოტები.

კოსმოსური ზონდი “როზეტა”

1799 წელს ეგვიპტის ქალაქ როზეტას სიახლოვეს ნაპოვნი იქნა ქვა, რომელზეც სამ სხვადასხვა დამწერლობაზე შესრულებული სამი იდენტური შინაარსის ტექსტი იყო დატანილი. ერთ ერთი მათგანი მეცნიერებისათვის კარგად ცნობილ ძველ ბერძნულზე იყო დაწერილი, მეორე – ძველ ეგვიპტური დეოტიური დამწერლობის გამოყენებით, ხოლო მესამე – მანამდე სრულიად უცნობ ძველ ეგვიპტური იეროგლიფებით იყო შესრულებული. ტექსტების შედარებამ საშუალება მისცა მეცნიერებს გაეშიფრათ ძველ ეგვიპტური იეროგლიფები. გაშიფვრაში დიდი როლი ითამაშა, აგრეთვე, მდ. ნილოსის კუნძულ ფილეზე აღმოჩენილ ობელისკზე დატანილმა ტექსტმა.

და აი, 2004 წლის 2 მარტს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ კოსმოსში გააგზავნა ზონდი, რომლის სახელწოდებაა „როზეტა“.ზონდი განკუთვნილია ე.წ.  67P/ ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტის შესასწავლად. 10 წლიანი ფრენის შემდეგ, 2014 წლის 6 აგვისტოს, ზონდი მიიტანს კომეტამდე საკვლევ აპარატს „ფილე“, რომელიც დაეშვება კომეტის ზედაპირზე და ჩაატარებს მისი შემადგენლობის მრავალ მხრივ გამოკვლევას. ეს საშუალებას მისცემს მეცნიერებს გაიგონ, როგორი იყო მზის სისტემა პლანეტების ჩამოყალიბებამდე.



 ზონდის დაშვებაზე ლაივ დაკვირვება შესაძლებელია ლინკზე:
http://rosetta.esa.int/
ენიშვნა: საიტზე მითითებულია დრო გრინვიჩის მერიდიანის მიხედვით (GMT) და ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო (CEST).

როზეტა ბავშვებისათვის:
http://www.esa.int/esaKIDSen/SEMPMMY0SXH_OurUniverse_0.html
http://www.esa.int/esaKIDSen/SEM5QY11CYH_OurUniverse_0.html

იუტუ – მთვარეზე მცხოვრები კურდღელი.

იუტუ – ასე ეწოდება ჩინურ მითოლოგიაში კურდღელს, რომელიც მთვარეზე ცხოვრობს და მთვარის ქალღმერთს – ჩანგ’ი -ს ეკუთვნის.

2013 წლის დეკემბერში ჩინურმა კოსმოსურმა ხომალდმა „Chang’e 3“  განახორციელა პირველი ჩინური რობოტული მოდულის  მთვარის ზედაპირზე განთავსება. მთვარის  რობოტული მოდულის სახელია „Yutu“.

(წყარო http://charliuss.com/2013/12/17/scientific-news/)

Yutu

 

Innov-a-thon Tbilisi

ტექნოლოგიური სტარტაპების საერთაშორისო კონკურსი
Innov-a-thon Tbilisi.

turn8
საკონკურსოდ წარმოდგენილი იქნა 22 პროექტი.

4 გამარჯვებულს შორის დასახელდა GEOROBOT-ის პროექტი
s-MART.

 

Gallery

ტესტი ფიზიკაში

This gallery contains 1 photos.

ამ ტესტის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი თავი დაწყებითი კლასების ფიზიკის საკითხების ცოდნაში. ტესტის შესრულებისას მოსწავლე ახდენს მოვლენებზე დაკვირვებებს, აწარმოებს გაზომვებს, ასრულებს მარტივ გამოთვლებს, აგებს გრაფიკებს.  მოსწავლეს აქვს საშუალება მიიღოს დახმარება, როგორც თეორიულ საკითხებზე, ისე კონკრეტული პრაქტიკული მითითებების სახით.ნაწილი 1 მოიცავს თემებს:  ათვლის … Continue reading