კოსმოსური ზონდი “როზეტა”

1799 წელს ეგვიპტის ქალაქ როზეტას სიახლოვეს ნაპოვნი იქნა ქვა, რომელზეც სამ სხვადასხვა დამწერლობაზე შესრულებული სამი იდენტური შინაარსის ტექსტი იყო დატანილი. ერთ ერთი მათგანი მეცნიერებისათვის კარგად ცნობილ ძველ ბერძნულზე იყო დაწერილი, მეორე – ძველ ეგვიპტური დეოტიური დამწერლობის გამოყენებით, ხოლო მესამე – მანამდე სრულიად უცნობ ძველ ეგვიპტური იეროგლიფებით იყო შესრულებული. ტექსტების შედარებამ საშუალება მისცა მეცნიერებს გაეშიფრათ ძველ ეგვიპტური იეროგლიფები. გაშიფვრაში დიდი როლი ითამაშა, აგრეთვე, მდ. ნილოსის კუნძულ ფილეზე აღმოჩენილ ობელისკზე დატანილმა ტექსტმა.

და აი, 2004 წლის 2 მარტს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ კოსმოსში გააგზავნა ზონდი, რომლის სახელწოდებაა „როზეტა“.ზონდი განკუთვნილია ე.წ.  67P/ ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტის შესასწავლად. 10 წლიანი ფრენის შემდეგ, 2014 წლის 6 აგვისტოს, ზონდი მიიტანს კომეტამდე საკვლევ აპარატს „ფილე“, რომელიც დაეშვება კომეტის ზედაპირზე და ჩაატარებს მისი შემადგენლობის მრავალ მხრივ გამოკვლევას. ეს საშუალებას მისცემს მეცნიერებს გაიგონ, როგორი იყო მზის სისტემა პლანეტების ჩამოყალიბებამდე.



 ზონდის დაშვებაზე ლაივ დაკვირვება შესაძლებელია ლინკზე:
http://rosetta.esa.int/
ენიშვნა: საიტზე მითითებულია დრო გრინვიჩის მერიდიანის მიხედვით (GMT) და ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო (CEST).

როზეტა ბავშვებისათვის:
http://www.esa.int/esaKIDSen/SEMPMMY0SXH_OurUniverse_0.html
http://www.esa.int/esaKIDSen/SEM5QY11CYH_OurUniverse_0.html

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s