Gallery

რეზისტორი. რეზისტორების ფერადი მარკირება

რეზისტორი. რეზისტორების ფერადი მარკირება

რეზისტორი ეწოდება ორგამომყვანიან პასიურ ელექტრონულ კომპონენტს, რომელიც ელექტრულ წრედებში ახორციელებს ელექტრული წინაღობის ფუნქციას .რეზისტორის ძირითად პარამეტრს წარმოადგენს მისი ელექტრული წინაღობა. ეს პარამეტრი ამყარებს კავშირს რეზისტორის გამომყვანებზე არსებულ ძაბვასა და მასში გამავალი დენის ძალას შორის და განისაზღვრება ომის კანონით.

სადაც  I – წარმოადგენს რეზისტორში გამავალი დენის ძალას, V – მის ბოლოებზე მოდებულ ძაბვას,  R – რეზისტორის წინაღობას. რეზისტორის წინაღობა იზომება ომებში. 1 ომი ისეთი რეზისტორის წინაღობაა, რომელშიც 1 ამპერი დენის გატარება იწვწვს მის გამომყვანებზე 1 ვოლტი ძაბვის ვარდნას. პრაქტიკაში ხმარობენ წინაღობის ერთეულებს: კომი (კილოომი) = 1000 ომი; მომი (მეგაომი)=1 000 000 ომი.
რეზისტორის მეორე უმნიშვნელოვანეს პარამეტრს წარმოადგენს მასში დენის გატარებისას გამოყოფილი სიმძლავრის მაქსიმალური დასაშვები მნიშვნელობა, რომელიც განისაზღვრება ფორმულით

P = I*V

 სადაც I – წარმოადგენს რეზისტორში გამავალი დენის ძალას, V – მის ბოლოებზე მოდებულ ძაბვას. სქემის კომპონენტების შერჩევისას, აუცილებელია გათვალიწინებული იქნას გამოსაყენებელი რეზისტორის დასაშვები სიმძლავრე, რომელიც განისაზღვრება სქემის გათვლის დროს. თუ სქემაში მუშაობისას რეზისტორში გამოყოფილმა სიმძლავრემ გადააჭარბა დასაშვებ მაქსიმალურ მნიშვნელობას – იგი გადაიწვება. სიმძლავრის მაქსიმალური დასაშვები მნიშვნელობა განსაზღვრავს რეზისტორის გეომეტრიულ ზომებს. დასაშვები სიმძლავრის სტანდარტულ რიგს წარმოადგენს 0.125, 0.25,  0.5, 1, 2, 5,10, … ვატი. სურათზე წარმოდგენილია სხვადასხვა დასაშვები სიმძლავრის მქონე რეზისტორების გამოსახულებები.

რეზისტორის სხვა პრამეტრებს შორის აღსანიშნავია მისი ნომინალის სიზუსტე და წინაღობის ტემპერატურული კოეფიციენტი.
ეს უკანასკნელი განსაზღვრავს, რამდენად სტაბილურია რეზისტორის წინაღობა გარემოს ტემპერატურის ცვლილებისას. რაც უფო ნაკლებია ტემპერატურული კოეფიციენტი, მით უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული რეზისტორის წინაღობა ტემპერატურაზე და მით უფრო კარგი ხარისხის არის ასეთი რეზისტორი. თუმცა ზოგჯერ სასურველია რეზისტორი მნიშვნელოვნად იცვლიდეს წინაღობას ტემპერატურის ცვლილების დროს და მათ სპეციალურად ამზადებენ ისეთი ნივთირებებისაგან, რომელთა ტემპერატურული კოეფიციენტი რამდენიმე ათეულჯერ აღემატება მეტალებისას. ასეთ რეზისტორებს თერმორეზისტორები ან თერმისტორები ეწოდება. თერმისტორები გამოიყენება ელექტრულ თერმომეტრებში, თერმოსტაბილიზაციის სქემებში. ნახაზზე ნაჩვენებია თერმისტორის აღნიშვნა.
რეზისტორის კიდევ ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს ფოტორეზისტორი – ნახევარგამტარული ხელსაწყო, რომლის წინაღობა იცვლება მისი მუშა ზედაპირის განათებისას.


ფოტორეზისტორი.

რეზისტორების აღნიშვნები.

რეზისტორების მიმდევრობითი შეერთებით მიღებული წრედის საერთო წინაღობა ცალკეული რეზისტორების წინაღობების ჯამის ტოლია.
ანუ, რეზისტორების მიმდევრობითი შეერთებისას წინაღობები იკრიბება.

R=R1+R2+…+Rn

რეზისტორების პარალელური შეერთებისას იკრიბება მათი შებრუნებული სიდიდეები.

მუდმივი რეზისტორებისაგან განსხვავებით, ცვლად რეზისტორებს სამი გამომყვანი აქვთ. მესამე გამომყვანი მიერთებულია მცოცთან, რომელიც დასრიალებს გამტარ ელემენტზე, სრიალის დროს წინაღობა მცოცის გამომყვანსა და ორ დანარჩენ გამომყვანს შორის იცვლება. ასეთ ცვლად რეზისტორებს პოტენციომეტრები ეწოდებათ. ნახაზზე ნაჩვენებია პოტენციომეტრის ერთერთი კონსტრუქცია.
ასეთი პოტენციომეტრები გამოიყენება მაგ., ხმის სიძლიერისა და ტემბრის რეგულატორებში.
სახელურიანი პოტენციომეტრების გარდა, ფართოდ გამოიყენება აგრეთვე, პოტენციომეტრები, რომელთა წინაღობა სახრახნისის საშუალებით იცვლება. მათ ტრიმერებს ეწოდება.

მუდმივი რეზისტორების წინაღობის ნომინალური მნიშვნელობის მარკირებისათვის გამოიყენება რეზისტორის კორპუსზე დატანილი ფერადი ხაზების ან ფერადი წერტილების კოდი. ხაზების ან წერტილების რაოდენობა შეიძლება იყოს 4-დან 6-მდე. 5 და 6 ხაზიან კოდში პირველ 3 ხაზს შეესაბამება ნომინალის რიცხვითი მნიშვნელობები, მე-4 ხაზი გამოიყენება ამ მნიშვნელობის მამრავლად, მე-5 ხაზი აღნიშნავს ნომინალის სიზუსტეს პროცენტებში, მე-6 ხაზი (6 ხაზიან კოდში) – ნომინალის ტემპერატურულ კოეფიციენტს. 4 ხაზიან კოდში პირველ 2 ხაზს შეესაბამება ნომინალის რიცხვითი მნიშვნელობები, მე-3 ხაზი გამოიყენება 

ამ მნიშვნელობის მამრავლად, მე-4 ხაზი აღნიშნავს ნომინალის სიზუსტეს პროცენტებში.
მაგ. 1:
4 ხაზიანი კოდისთვის 430 კილოომის ნომინალისთვის გვექნება ყვითელი, ნარინჯი, შავი, ნარინჯი.
მაგ. 2:
5 ხაზიანი კოდისთვის 5 პროცენტიანი სიზუსტის
430 კილოომის ნომინალისთვის გვექნება ყვითელი, ნარინჯი, შავი, ნარინჯი,ოქრო.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s