მსოფლიოს საუკეთესო რობოტები.

Advertisements

კოსმოსური ზონდი “როზეტა”

1799 წელს ეგვიპტის ქალაქ როზეტას სიახლოვეს ნაპოვნი იქნა ქვა, რომელზეც სამ სხვადასხვა დამწერლობაზე შესრულებული სამი იდენტური შინაარსის ტექსტი იყო დატანილი. ერთ ერთი მათგანი მეცნიერებისათვის კარგად ცნობილ ძველ ბერძნულზე იყო დაწერილი, მეორე – ძველ ეგვიპტური დეოტიური დამწერლობის გამოყენებით, ხოლო მესამე – მანამდე სრულიად უცნობ ძველ ეგვიპტური იეროგლიფებით იყო შესრულებული. ტექსტების შედარებამ საშუალება მისცა მეცნიერებს გაეშიფრათ ძველ ეგვიპტური იეროგლიფები. გაშიფვრაში დიდი როლი ითამაშა, აგრეთვე, მდ. ნილოსის კუნძულ ფილეზე აღმოჩენილ ობელისკზე დატანილმა ტექსტმა.

და აი, 2004 წლის 2 მარტს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ კოსმოსში გააგზავნა ზონდი, რომლის სახელწოდებაა „როზეტა“.ზონდი განკუთვნილია ე.წ.  67P/ ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტის შესასწავლად. 10 წლიანი ფრენის შემდეგ, 2014 წლის 6 აგვისტოს, ზონდი მიიტანს კომეტამდე საკვლევ აპარატს „ფილე“, რომელიც დაეშვება კომეტის ზედაპირზე და ჩაატარებს მისი შემადგენლობის მრავალ მხრივ გამოკვლევას. ეს საშუალებას მისცემს მეცნიერებს გაიგონ, როგორი იყო მზის სისტემა პლანეტების ჩამოყალიბებამდე.



 ზონდის დაშვებაზე ლაივ დაკვირვება შესაძლებელია ლინკზე:
http://rosetta.esa.int/
ენიშვნა: საიტზე მითითებულია დრო გრინვიჩის მერიდიანის მიხედვით (GMT) და ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო (CEST).

როზეტა ბავშვებისათვის:
http://www.esa.int/esaKIDSen/SEMPMMY0SXH_OurUniverse_0.html
http://www.esa.int/esaKIDSen/SEM5QY11CYH_OurUniverse_0.html

იუტუ – მთვარეზე მცხოვრები კურდღელი.

იუტუ – ასე ეწოდება ჩინურ მითოლოგიაში კურდღელს, რომელიც მთვარეზე ცხოვრობს და მთვარის ქალღმერთს – ჩანგ’ი -ს ეკუთვნის.

2013 წლის დეკემბერში ჩინურმა კოსმოსურმა ხომალდმა „Chang’e 3“  განახორციელა პირველი ჩინური რობოტული მოდულის  მთვარის ზედაპირზე განთავსება. მთვარის  რობოტული მოდულის სახელია „Yutu“.

(წყარო http://charliuss.com/2013/12/17/scientific-news/)

Yutu

 

Innov-a-thon Tbilisi

ტექნოლოგიური სტარტაპების საერთაშორისო კონკურსი
Innov-a-thon Tbilisi.

turn8
საკონკურსოდ წარმოდგენილი იქნა 22 პროექტი.

4 გამარჯვებულს შორის დასახელდა GEOROBOT-ის პროექტი
s-MART.

 

გალერეა

სარაკეტო საწვავი.

This gallery contains 6 photos.

ქართველმა გამომგონებელმა 14 წლის ლუკა ფერაძემ  შეიმუშავა ახალი სარაკეტო საწვავი, რომელიც შედგება კალიუმის ნიტრატისა და შექრისაგან და წარმატებით გამოსცადა იგი ამერიკაში. გამოცდების ჩასატარებლად ლუკამ თავად შექმნა  რაკეტის დისტანციური მართვის სტენდი მიკროკონტროლერისა და კინექტის გამოყენებით. ამ შესანიშნავი სამუშაოს შესახებ დაწვრილებით  შეგიძლიათ წაიკითხოთ … Continue reading

GEOROBOT

სიუჟეტი გადაცემაში “კიბერჰაუსი” GDS-TV. 7 მაისი 2014….

გალერეა

პრაქტიკული სქემები მიკროკონტროლერებზე. Mersedes 230 კლიმატის კონტროლის ძრავის მართვა.

This gallery contains 1 photos.

Mersedes 230 კლიმატის კონტროლის ძრავის მართვა. სურათზე ნაჩვენებია კლიმატის კონტროლის ძრავის მართვის პრაქტიკული სქემა. Mersedes 230 -ში ამ სქემის როლს ასრულებს ინტეგრალური მოდული, რომელიც სამწუხაროდ, ხშირად მწყობრიდან გამოდის და საჭირო ხდება მისი შეცვლა. სქემაზე ნაჩვენები მოწყობილობა წარმატებით ცვლის ამ მოდულს და, … Continue reading

გალერეა

UART გადამცემი მიკროკონტროლერში

This gallery contains 1 photos.

UART გადამცემი მიკროკონტროლერში. პუბლიკაციაში  „UART მიკროკონტროლერში“ განხილული იყო მიკროკონტროლერის UART მიმღების მუშაობის პრინციპები, მაგრამ თითქმის არაფერი იყო ნათქვამი UART გადამცემის შესახებ. ამ პუბლიკაციაში შევეცდები გამოვასწორო ეს ხარვეზი. გადამცემის რეგისტრის როლს, ისევე როგორც მიმღების შემთხვევაში, ასრულებს UDR მონაცემთა რეგისტრი. გადამცემის მუშაობის … Continue reading

გალერეა

Kinect – დღე 4.

This gallery contains 1 photos.

კინეკტი – დღე 4.   განვიხილოთ კინეკტის შემადგენელი ცალკეული სისტემების მუშაობის და მართვის პრინციპები. დავიწყოთ ყველაზე მარტივით – კინეკტის დახრის კუთხის მოწყობილობით. ობიექტებზე საუკეთესო რაკურსით დაკვირვების მიზნით, კინეკტი აღჭურვილია პატარა ელექტროძრავით, რომელიც უზრუნველყოფს კინეკტის დახრას -27 (MinElevationAngle) –  +27 (MaxElevationAngle) … Continue reading

გალერეა

Kinect – დღე 3.

კინეკტი – დღე 3.    მაშ ასე, ჩვენი კინეკტი მუშაობს (Kinect – დღე 2). ახლა დადგა დრო, ჩვენ თვითონ დავწეროთ კინეკტის მართვის პროგრამა. დავისახოთ მიზნად, რომ პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს კინეკტის შემდეგი შესაძლებლობების რეალიზაციას:  ფერადი კამერის გამოსახულების ჩვენებას; ინფრაწითელი კამერის გამოსახულების … Continue reading

გალერეა

Kinect – დღე 2.

This gallery contains 13 photos.

კინეკტი – დღე 2.   კინეკტის კომპიუტერთან მიერთების პრობლემა გადაჭრილია (პუბლიკაცია “Kinect-დღე 1“) , მაგრამ ნუ ვიჩქარებთ მის მიერთებას. კინეკტის გაცოცხლებისთვის აუცილებელია კომპიუტერზე მისი დრაივერების ინსტალირება. საჭირო დრაივერებს შეიცავს KinectSDK-v1.8 , რომელიც შეიძლება ჩამოტვირთოთ ჩვენი საიტის “Files” განყოფილებიდან (ჩვენთვის საჭირო … Continue reading

გალერეა

Kinect – დღე 1.

This gallery contains 14 photos.

კინეკტი-დღე 1­­­.   Microsoft Kinect წარმოადგენს უკონტაქტო სენსორს, რომელიც თავდაპირველად შექმნილი იყო Microsoft -ის სათამაშო კონსოლ Xbox 360  -თან ერთობლივი მუშაობისათვის და საშუალებას აძლევდა მოთამაშეს ეთამაშა სათამაშო ბლოკთან კონტაქტის გარეშე, ხმოვანი ბრძანებებისა და  ჟესტების გამოყენებით. სენსორი ბაზარზე პირველად გამოჩნდა 2010 … Continue reading

რობოტი E-3102

დაწვრილებით იხ.: “ჩემი რობოტი“, “რობოტის თავი

გალერეა

ჩემი რობოტი

This gallery contains 4 photos.

ჩემი რობოტი მე დამყვება. ვიდეოზე ნაჩვენებია ვარიანტი ნოუტბუკისათვის. ფოტოებზე ქვემოთ ნაჩვენებია ვარიანტი პერსონალური კომპიუტერით (ნოუტბუკის მაგივრად): თუ შესაბამის ტანს დავადგავთ და თავს დავუმატებთ, აი, რა გამოვა: ეს რობოტი რეაგირებს ხმაზე და ახდენს სივრცეში ორიენტაციას ხმის მიმართულების მიხედვით; იგი გხედავთ თქვენ … Continue reading

გალერეა

3x3x3 Led Cube. მკითხველის პუბლიკაცია.

This gallery contains 3 photos.

 ირაკლი ღიბრაძე  ჩვენი პირველი მკითხველია,  რომელმაც გადაწყვიტა თავისი ნაშრომის ჩვენს საიტზე განთავსება. სასიხარულო ფაქტია. იმედით ველოდები, რომ მას სხვა მკითხველებიც მიბაძავენ. 3x3x3 Led Cube. მკითხველის პუბლიკაცია. ავტორი ირაკლი ღიბრაძე. გამარჯობათ!  მე ვარ ირაკლი, – დამწყები AVR  მიკროკონტროლერის პროგრამირებაში. მიკროკონტროლერის შესახებ … Continue reading

რობოტის თავი

რობოტის თავი.

რობოტის თავის სერვო კონტროლერი და მართვის პროგრამა აღწერილია პუბლიკაციაში “სერვომექანიზმები”.

გალერეა

სერვომექანიზმები

This gallery contains 12 photos.

სერვომექანიზმები. რობოტებში, ისევე, როგორც გემების, თვითმფრინავების, ავტომობილების და სხვა მოდელებში ფართოდ გამოიყენება მექნიზმები, რომლებიც ახორციელებენ გარე შეშფოთების კომპენსირებას. ასეთ მოწყობილობებს  სერვო-მექანიზმები ეწოდებათ. განვიხილოთ ნახ.1 -ზე ნაჩვენები სქემა. თუ ამ სქემაზე გამოსახულ ორივე პოტენციომეტრს ისეთ მდგომარეობაში დავაყენებთ, რომ სქემის A და … Continue reading

გალერეა

პრაქტიკული სქემები მიკროკონტროლერებზე. თერმომეტრი.

This gallery contains 1 photos.

პრაქტიკული სქემები მიკროკონტროლერებზე. თერმომეტრი. თერმომეტრში გამოყენებულია ტემპერატურის მზომი მიკროსქემა DS18B20.ტემპერატურის გაზომვა ხორციელდება ცელსიუსის 0.5 გრადუსის სიზუსტით -10 -დან  +85 გრადუსამდე დიაპაზონში. მონაცემების დამუშავებასა და ინდიკატორზე გამოყვანას ახორციელებს მიკროკონტროლერი ATMEGA8.  ინდიკატორად გამოიყენება  LM016L ტიპის LCD დისპლეი. საიტის FILES -განყოფილებაში განთავსებული  thermometer.rar  არქივი … Continue reading

გალერეა

ელექტროჩაიდანი

This gallery contains 2 photos.

ელექტროჩაიდანი. პუბლიკაციაში „ელექტრონათურა“ ნაჩვენები იყო რაოდენ რთულ ფიზიკურ მოვლენებთან გვაქვს საქმე ერთის შეხედვით ისეთ მარტივ და ჩვეულ მოწყობილობებში, როგორიც ტრივიალური ელექტრონათურაა. ამ პუბლიკაციის მიზანია გაჩვენოთ, რისთვის არის საჭირო ფიზიკის საფუძვლიანი ცოდნა ერთის შეხედვით მარტივი მოწობილობების კონსტრუირებისას. რა შეიძლება იყოს იმაზე … Continue reading

გალერეა

ელექტრონათურა

This gallery contains 10 photos.

ელექტრონათურა. საკმარისად ცხელი სხეულები ანათებენ. ეს ჩვენ ყოველდღიური ცხოვრებიდან ვიცით. მაგალითებია: სპირალიანი ელექტროღუმელი, ანთებული სიგარეტი, სამჭედლოში გავარვარებული რკინა. ნათების ფერი დამოკიდებულია სხეულის ტემპერატურაზე. ამ სურათზე ტემპერატურები მოყვანილია ე.წ. კელვინის სკალით. ცელსიუსის სკალით 0 გრადუსს შეესაბამება კელვინის სკალით 273 გრადუსი. მზის … Continue reading