Tag Archives: ფიზიკა

გალერეა

სარაკეტო საწვავი.

This gallery contains 6 photos.

ქართველმა გამომგონებელმა 14 წლის ლუკა ფერაძემ  შეიმუშავა ახალი სარაკეტო საწვავი, რომელიც შედგება კალიუმის ნიტრატისა და შექრისაგან და წარმატებით გამოსცადა იგი ამერიკაში. გამოცდების ჩასატარებლად ლუკამ თავად შექმნა  რაკეტის დისტანციური მართვის სტენდი მიკროკონტროლერისა და კინექტის გამოყენებით. ამ შესანიშნავი სამუშაოს შესახებ დაწვრილებით  შეგიძლიათ წაიკითხოთ … Continue reading

გალერეა

ელექტრონათურა

This gallery contains 10 photos.

ელექტრონათურა. საკმარისად ცხელი სხეულები ანათებენ. ეს ჩვენ ყოველდღიური ცხოვრებიდან ვიცით. მაგალითებია: სპირალიანი ელექტროღუმელი, ანთებული სიგარეტი, სამჭედლოში გავარვარებული რკინა. ნათების ფერი დამოკიდებულია სხეულის ტემპერატურაზე. ამ სურათზე ტემპერატურები მოყვანილია ე.წ. კელვინის სკალით. ცელსიუსის სკალით 0 გრადუსს შეესაბამება კელვინის სკალით 273 გრადუსი. მზის … Continue reading

გალერეა

LCD მართვა მიკროკონტროლერით.

This gallery contains 8 photos.

თხევად კრისტალიანი დისპლეების უმრავლესობას წარმოადგენენ ტექსტური ინფორმაციის გამოყვანისათვის განკუთვნილი დისპლეები, რომლებიც თავისთავში შეიცავენ HD44780 ტიპის, ან სხვა, მასთან თავსებად მიკროკონტროლერს (KS0066, SED1278, ST7066).  დისპლეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სიმბოლოების რაოდენობით ერთ სტრიქონში და  სტრიქონების რაოდენობით  (8×1, 8×2, 16×1, 16×2, 20×2, 20×4 და … Continue reading

გალერეა

LCD – ფიზიკური პრინციპები

This gallery contains 15 photos.

თხევად კრისტალიანი დისპლეი. აბრევიატურით LCD (Liquid Crystal Didplay – დისპლეი თხევად კრისტალებზე) აღინიშნება ინფორმაციის ასახვის მოწყობილობათა ფართო კლასი ( მობილური ტელეფონების, ელექტრონული საათების, კომპიუტერის მონიტორების, ტელევიზორების ეკრანები ), რომელთა მუშაობის პრინციპი ემყარება სინათლის პოლარიზაციის მოვლენას. სინათლე, ისევე როგორც ზოგადად ყოველგვარი … Continue reading

გალერეა

მიკროკონტროლერის მართვა ინფრაწითელი არხით

This gallery contains 13 photos.

ინფრაწითელი არხით დისტანციური მართვის საყოველთაოდ ცნობილ მაგალითს წარმოადგენს ჩვეულებრივი დისტანციური მართვის პულტი, რომელსაც ვიყენებთ ტელევიზორის სამართავად. პულტის ღილაკზე დაჭერისას გამომუშავდება ამ ღილაკის შესაბამისი იმპულსური კოდი (მოკლე და გრძელი იმპულსების გარკვეული თანმიმდევრობა), ამ კოდის შემადგენელი იმპულსები მიეწოდება შუქდიოდს, რომელიც ასხივებს თვალით … Continue reading

გალერეა

ძრავების მართვა

This gallery contains 12 photos.

ელექტროძრავების სამართავად მიკროკონტროლერის, თუ ნებისმიერი სხვა ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას, აუცილებელია ამ მოწყობილობის შეთანხმება ელექტროძრავასთან. პუბლიკაციაში „მიკროკონტროლერი. დღე 7. PWM” განხილულია მიკროკონტროლერის საშუალებით ელექტროძრავების მართვის ერთერთი ხერხი, ხოლო შემათანხმებელ ელემენტად გამოიყენება ელექტრული ველით მართვადი ტრანზისტორი BUZ20. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა მიკროკონტროლერთან … Continue reading

გალერეა

ელექტროძრავები

This gallery contains 7 photos.

ელექტროძრავები.  რობოტის ნებისმიერი მოდელი გადაადგილებისათვის ან მანიპულატორების მოძრაობაში მოსაყვანად  იყენებს ელექტროძრავებს. ვინაიდან მოდელებში, გასაგები მიზეზების გამო,  იყენებენ ავტონომიურ კვების წყაროებს (გალვანური ელემენტების ბატარეებს, აკუმულატორებს), რომლებიც მუდმივი დენის წყაროებს წარმოადგენენ, ამიტომ გამოიყენება ძირითადად მუდმივი დენის კოლექტორიანი ძრავები. ელექტროძრავის მუშაობის პრინციპი დამყარებულია … Continue reading

გალერეა

ომის კანონი

This gallery contains 10 photos.

ომის კანონი. საზოგადოდ, სხეულები ელექტრულად ნეიტრალურები არიან, ე.ი. არ არიან დამუხტულნი. მეორეს მხრივ, ვიცით, რომ სხეულები შედგებიან ატომებისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, შედგებიან დადებითად დამუხტული ბირთვებისა და უარყოფითად დამუხტული ელექტრონებისაგან. ელექტრონეიტრალურობა ნიშნავს, რომ ბირთვების ჯამური დადებითი მუხტი ზუსტად ისეთი სიდიდისაა, როგორიც … Continue reading

გალერეა

ტრანზისტორი

This gallery contains 12 photos.

ტრანზისტორი. ტრანზისტორი თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობების ძირითად ელემენტს წარმოადგენს. ფუნქციონალურად  იგი წააგავს ცვლად რეზისტორს, რომლის წინაღობა იცვლება არა მისი მცოცის მექანიკური გადაადგილებით, არამედ სამართავი ელექტრული სიგნალის ზემოქმედებით. ტრანზისტორი სამ ელექტროდიანი ნახევარგამტარული ხელსაწყოა. მის ორ ელექტროდს შორის წინაღობა იცვლება მესამე ელექტროდზე მიწოდებული … Continue reading

გალერეა

კონდენსატორი

This gallery contains 19 photos.

კონდენსატორი. დროის მუდმივა. კონდენსატორი ეწოდება ორ გამომყვანიან პასიურ ელექტრონულ კომპონენტს, რომელიც ელექტრულ სქემებში ელექტრული ტევადობის ფუნქციას ასრულებს და განკუთვნილია ელექტრული მუხტის დასაგროვებლად. კონდესატორის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს მისი ელექტრული ტევადობა.  ეს მახასიათებელი გვიჩვენებს, თუ რა აოდენობის მუხტს დაიგროვებს კონდენსატორი მისი 1 ვოლტი … Continue reading

გალერეა

რეზისტორი. რეზისტორების ფერადი მარკირება

This gallery contains 14 photos.

რეზისტორი. რეზისტორების ფერადი მარკირება რეზისტორი ეწოდება ორგამომყვანიან პასიურ ელექტრონულ კომპონენტს, რომელიც ელექტრულ წრედებში ახორციელებს ელექტრული წინაღობის ფუნქციას .რეზისტორის ძირითად პარამეტრს წარმოადგენს მისი ელექტრული წინაღობა. ეს პარამეტრი ამყარებს კავშირს რეზისტორის გამომყვანებზე არსებულ ძაბვასა და მასში გამავალი დენის ძალას შორის და განისაზღვრება … Continue reading