სურათზე ნაჩვენებია 0.9 ინჩიანი OLED დისპლეი, რომლის გარჩევისუნარიანობა შეადგენს 96×64 პიქსელს. იგი იყენებს SSD1331 დრაივერს. ქართული ფონტების ჩასატვირთავად საჭიროა Arduino\libraries\Adafruit_GFX_Library\Fonts ფოლდერში ჩავსვათ ქართული ფონტების ფაილი, რომელიც შეიძლება ჩამოვტვირთოთ https://app.box.com/s/mdag0unrtuw9ayxm7ogorj4mwjtt69w4 მისამართიდან. არდუინოს სკეტჩში უნდა დავამატოთ #include <Fonts/OledGeo.h> და შემდეგ, საჭირო ადგილას display.setFont(&OledGeo);display.println(“abgdevzTiklmnopJrstufqRySCc”); და ასე შემდეგ. თუ საწყის (ინგლისურ) ფონტებზე დაბრუნება დაგჭირდათ, მაშინ display.setFont();