Tag Archives: ელექტრონიკა

გალერეა

სარაკეტო საწვავი.

This gallery contains 6 photos.

ქართველმა გამომგონებელმა 14 წლის ლუკა ფერაძემ  შეიმუშავა ახალი სარაკეტო საწვავი, რომელიც შედგება კალიუმის ნიტრატისა და შექრისაგან და წარმატებით გამოსცადა იგი ამერიკაში. გამოცდების ჩასატარებლად ლუკამ თავად შექმნა  რაკეტის დისტანციური მართვის სტენდი მიკროკონტროლერისა და კინექტის გამოყენებით. ამ შესანიშნავი სამუშაოს შესახებ დაწვრილებით  შეგიძლიათ წაიკითხოთ … Continue reading

გალერეა

Kinect – დღე 4.

This gallery contains 1 photos.

კინეკტი – დღე 4.   განვიხილოთ კინეკტის შემადგენელი ცალკეული სისტემების მუშაობის და მართვის პრინციპები. დავიწყოთ ყველაზე მარტივით – კინეკტის დახრის კუთხის მოწყობილობით. ობიექტებზე საუკეთესო რაკურსით დაკვირვების მიზნით, კინეკტი აღჭურვილია პატარა ელექტროძრავით, რომელიც უზრუნველყოფს კინეკტის დახრას -27 (MinElevationAngle) –  +27 (MaxElevationAngle) … Continue reading

გალერეა

Kinect – დღე 3.

კინეკტი – დღე 3.    მაშ ასე, ჩვენი კინეკტი მუშაობს (Kinect – დღე 2). ახლა დადგა დრო, ჩვენ თვითონ დავწეროთ კინეკტის მართვის პროგრამა. დავისახოთ მიზნად, რომ პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს კინეკტის შემდეგი შესაძლებლობების რეალიზაციას:  ფერადი კამერის გამოსახულების ჩვენებას; ინფრაწითელი კამერის გამოსახულების … Continue reading

გალერეა

Kinect – დღე 2.

This gallery contains 13 photos.

კინეკტი – დღე 2.   კინეკტის კომპიუტერთან მიერთების პრობლემა გადაჭრილია (პუბლიკაცია “Kinect-დღე 1“) , მაგრამ ნუ ვიჩქარებთ მის მიერთებას. კინეკტის გაცოცხლებისთვის აუცილებელია კომპიუტერზე მისი დრაივერების ინსტალირება. საჭირო დრაივერებს შეიცავს KinectSDK-v1.8 , რომელიც შეიძლება ჩამოტვირთოთ ჩვენი საიტის “Files” განყოფილებიდან (ჩვენთვის საჭირო … Continue reading

გალერეა

Kinect – დღე 1.

This gallery contains 14 photos.

კინეკტი-დღე 1­­­.   Microsoft Kinect წარმოადგენს უკონტაქტო სენსორს, რომელიც თავდაპირველად შექმნილი იყო Microsoft -ის სათამაშო კონსოლ Xbox 360  -თან ერთობლივი მუშაობისათვის და საშუალებას აძლევდა მოთამაშეს ეთამაშა სათამაშო ბლოკთან კონტაქტის გარეშე, ხმოვანი ბრძანებებისა და  ჟესტების გამოყენებით. სენსორი ბაზარზე პირველად გამოჩნდა 2010 … Continue reading

გალერეა

3x3x3 Led Cube. მკითხველის პუბლიკაცია.

This gallery contains 3 photos.

 ირაკლი ღიბრაძე  ჩვენი პირველი მკითხველია,  რომელმაც გადაწყვიტა თავისი ნაშრომის ჩვენს საიტზე განთავსება. სასიხარულო ფაქტია. იმედით ველოდები, რომ მას სხვა მკითხველებიც მიბაძავენ. 3x3x3 Led Cube. მკითხველის პუბლიკაცია. ავტორი ირაკლი ღიბრაძე. გამარჯობათ!  მე ვარ ირაკლი, – დამწყები AVR  მიკროკონტროლერის პროგრამირებაში. მიკროკონტროლერის შესახებ … Continue reading

გალერეა

სერვომექანიზმები

This gallery contains 12 photos.

სერვომექანიზმები. რობოტებში, ისევე, როგორც გემების, თვითმფრინავების, ავტომობილების და სხვა მოდელებში ფართოდ გამოიყენება მექნიზმები, რომლებიც ახორციელებენ გარე შეშფოთების კომპენსირებას. ასეთ მოწყობილობებს  სერვო-მექანიზმები ეწოდებათ. განვიხილოთ ნახ.1 -ზე ნაჩვენები სქემა. თუ ამ სქემაზე გამოსახულ ორივე პოტენციომეტრს ისეთ მდგომარეობაში დავაყენებთ, რომ სქემის A და … Continue reading

გალერეა

პრაქტიკული სქემები მიკროკონტროლერებზე. თერმომეტრი.

This gallery contains 1 photos.

პრაქტიკული სქემები მიკროკონტროლერებზე. თერმომეტრი. თერმომეტრში გამოყენებულია ტემპერატურის მზომი მიკროსქემა DS18B20.ტემპერატურის გაზომვა ხორციელდება ცელსიუსის 0.5 გრადუსის სიზუსტით -10 -დან  +85 გრადუსამდე დიაპაზონში. მონაცემების დამუშავებასა და ინდიკატორზე გამოყვანას ახორციელებს მიკროკონტროლერი ATMEGA8.  ინდიკატორად გამოიყენება  LM016L ტიპის LCD დისპლეი. საიტის FILES -განყოფილებაში განთავსებული  thermometer.rar  არქივი … Continue reading

გალერეა

LCD მართვა მიკროკონტროლერით.

This gallery contains 8 photos.

თხევად კრისტალიანი დისპლეების უმრავლესობას წარმოადგენენ ტექსტური ინფორმაციის გამოყვანისათვის განკუთვნილი დისპლეები, რომლებიც თავისთავში შეიცავენ HD44780 ტიპის, ან სხვა, მასთან თავსებად მიკროკონტროლერს (KS0066, SED1278, ST7066).  დისპლეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სიმბოლოების რაოდენობით ერთ სტრიქონში და  სტრიქონების რაოდენობით  (8×1, 8×2, 16×1, 16×2, 20×2, 20×4 და … Continue reading

გალერეა

კომპარატორი მიკროკონტროლერში.

This gallery contains 10 photos.

მიკროკონტროლერი. დღე 9. ანალოგური სიგნალების მიღებისა და დამუშავებისათვის AVR მიკროკონტროლერებში გათვალისწინებულია ანალოგური სიგნალების კომპარატორი. Atmega8 მიკროკონტროლერში ანალოგური კომპარატორის AIN0, AIN1 გამომყვანები შეთავსებულია D პორტის PD6, PD7 გამომყვანებთან. ჩვეულებრივი ანალოგური კომპარატორის მუშაობის პრინციპი დაწვრილებით არის განხილული პუბლიკაციაში „ანალოგური ელექტრონიკა“. მისი არსი იმაში … Continue reading

გალერეა

მიკროკონტროლერის მართვა ინფრაწითელი არხით

This gallery contains 13 photos.

ინფრაწითელი არხით დისტანციური მართვის საყოველთაოდ ცნობილ მაგალითს წარმოადგენს ჩვეულებრივი დისტანციური მართვის პულტი, რომელსაც ვიყენებთ ტელევიზორის სამართავად. პულტის ღილაკზე დაჭერისას გამომუშავდება ამ ღილაკის შესაბამისი იმპულსური კოდი (მოკლე და გრძელი იმპულსების გარკვეული თანმიმდევრობა), ამ კოდის შემადგენელი იმპულსები მიეწოდება შუქდიოდს, რომელიც ასხივებს თვალით … Continue reading

გალერეა

ანალოგური ელექტრონიკა

This gallery contains 44 photos.

ბუნებაში მიმდინარე პროცესების პარამეტრები დროის უწყვეტ ფუნქციებს წარმოადგენენ. ქარის სიჩქარე, ჰაერისა და წყლის ტემპერატურა, ატმოსფერული წნევა და მრავალი სხვა დროში უწყვეტად იცვლებიან. თუ ამ პარამეტრებს ელექტრულ სიგნალებში გარდავქმნით, მივიღებთ ელექტრულ სიგნალებს, რომლებიც დროის უწყვეტ ფუნქციებს წარმოადგენენ. ასეთ სიგნალებს ანალოგურ სიგნალებს … Continue reading

გალერეა

UART მიკროკონტროლერში

This gallery contains 20 photos.

მიკროკონტროლერი. დღე 8.  UART.  მიკროკონტროლერზე დაფუძნებული ტექნიკის (მათ შორის რობოტების) სამართავად მოსახერხებელია პერსონალური კომპიუტერის მიმდევრობითი RS232 პორტის გამოყენება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ Atmel მიკროკონტროლერების უმრავლესობა შეიცავს მზა მიმდევრობით საკომუნიკაციო მოწყობილობას (ზოგიერთი მოდელი – რამოდენიმესაც), რომელიც იმავე პროტოკოლით მუშაობს, რაც RS232 პორტი. ამ … Continue reading

გალერეა

ექსპერიმენტები მიმდევრობით პორტზე

This gallery contains 11 photos.

მიკროკონტროლერზე დაფუძნებული ტექნიკის (მათ შორის რობოტების) სამართავად მოსახერხებელია პერსონალური კომპიუტერის მიმდევრობითი RS232 პორტის გამოყენება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ Atmel მიკროკონტროლერების უმრავლესობა შეიცავს მზა მიმდევრობით საკომუნიკაციო მოწყობილობას (ზოგიერთი მოდელი – რამოდენიმესაც), რომელიც იმავე პროტოკოლით მუშაობს, რაც RS232 პორტი. ამ მოწყობილობას UART … Continue reading

გალერეა

ძრავების მართვა

This gallery contains 12 photos.

ელექტროძრავების სამართავად მიკროკონტროლერის, თუ ნებისმიერი სხვა ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას, აუცილებელია ამ მოწყობილობის შეთანხმება ელექტროძრავასთან. პუბლიკაციაში „მიკროკონტროლერი. დღე 7. PWM” განხილულია მიკროკონტროლერის საშუალებით ელექტროძრავების მართვის ერთერთი ხერხი, ხოლო შემათანხმებელ ელემენტად გამოიყენება ელექტრული ველით მართვადი ტრანზისტორი BUZ20. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა მიკროკონტროლერთან … Continue reading

გალერეა

PWM

This gallery contains 18 photos.

მიკროკონტროლერი. დღე 7.  PWM.  ელექტროძრავების სიჩქრის ან ნათურის სიკაშკაშის  რეგულირებისთვის საჭიროა ამ მოწყობილობებში გამოყოფილი სიმძლავრის რეგულირება. ციფრული მოწყობილობების, მათ შორის მიკროკონტროლერის გამომყვანებზე შესაძლებელია სიგნალის მხოლოდ ორი დონის (ლოგიკური „0“ ან ლოგიკური „1“)  გამოყვანა. Pulse Width Modulation -იმპულსის სიგანის მოდულაცია საშუალებას … Continue reading

გალერეა

ომის კანონი

This gallery contains 10 photos.

ომის კანონი. საზოგადოდ, სხეულები ელექტრულად ნეიტრალურები არიან, ე.ი. არ არიან დამუხტულნი. მეორეს მხრივ, ვიცით, რომ სხეულები შედგებიან ატომებისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, შედგებიან დადებითად დამუხტული ბირთვებისა და უარყოფითად დამუხტული ელექტრონებისაგან. ელექტრონეიტრალურობა ნიშნავს, რომ ბირთვების ჯამური დადებითი მუხტი ზუსტად ისეთი სიდიდისაა, როგორიც … Continue reading

გალერეა

ტრანზისტორი

This gallery contains 12 photos.

ტრანზისტორი. ტრანზისტორი თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობების ძირითად ელემენტს წარმოადგენს. ფუნქციონალურად  იგი წააგავს ცვლად რეზისტორს, რომლის წინაღობა იცვლება არა მისი მცოცის მექანიკური გადაადგილებით, არამედ სამართავი ელექტრული სიგნალის ზემოქმედებით. ტრანზისტორი სამ ელექტროდიანი ნახევარგამტარული ხელსაწყოა. მის ორ ელექტროდს შორის წინაღობა იცვლება მესამე ელექტროდზე მიწოდებული … Continue reading

გალერეა

ლოგიკური ელემენტები. ტრიგერები. რეგისტრი.

This gallery contains 24 photos.

ლოგიკური ელემენტები. ტრიგერები. რეგისტრი. ლოგიკური ელემენტები ეწოდებათ ელექტრონულ მოწყობილობებს, რომლებიც ელექტრონულ სქემებში ახორციელებენ ლოგიკურ ფუნქციებს. უმარტივესი ლოგიკური ელემენტი ახორციელებს ფუნქციას ლოგიკური არა (NOT).  ნახაზზე მოცემულია მისი აღნიშვნები ევროპული და ამერიკული სტანდარტების მიხედვით და ე.წ. ჭეშმარიტების ცხრილი, რომელშიც მოყვანილია შესასვლელი და … Continue reading

გალერეა

კონდენსატორი

This gallery contains 19 photos.

კონდენსატორი. დროის მუდმივა. კონდენსატორი ეწოდება ორ გამომყვანიან პასიურ ელექტრონულ კომპონენტს, რომელიც ელექტრულ სქემებში ელექტრული ტევადობის ფუნქციას ასრულებს და განკუთვნილია ელექტრული მუხტის დასაგროვებლად. კონდესატორის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს მისი ელექტრული ტევადობა.  ეს მახასიათებელი გვიჩვენებს, თუ რა აოდენობის მუხტს დაიგროვებს კონდენსატორი მისი 1 ვოლტი … Continue reading