Category Archives: ფიზიკა

ჩინური სახურავი.

იმ მრუდს, რომლის გასწვრივაც ბურთულა ყველაზე სწრაფად ეშვება, ბრახისტოხრონა (უსწრაფესი დაშვების მრუდი) ეწოდება. სწორედ ეს ფორმა აქვს ჩინური სახლების სახურავებს. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ინტენსიური წვიმების დროს წყალი რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვიდეს სახურავიდან, არ დაგროვდეს და არ ჩაანგრიოს სახურავი. ჩინელებმა კარგად იცოდნენ მათემატიკა!!!

%d1%84%d0%b0%d0%bd%d0%b7%d0%b0

Advertisements
გალერეა

ზეგამტარობა. მაგნიტური ლევიტაცია.

This gallery contains 5 photos.

რაიმე წერტილის გარშემო მბრუნავი სხეულის იმპულსის ვექტორულ ნამრავლს ბრუნვის რადიუს-ვექტორზე იმპულსის მომენტი ეწოდება. ასეთი იმპულსის მომენტი გააჩნია ელექტრონსაც, რომელიც ატომბირთვის გარშემო ბრუნავს და მას ორბიტალურ მომენტს ეძახიან. იმპულსის ორბიტალური მომენტის მსგავსად, ელექტრონს (ისევე, როგორც სხვა ნაწილაკებსაც) გააჩნია, აგრეთვე, ე.წ. იმპულსის … Continue reading

გალერეა

ტესტი ფიზიკაში

This gallery contains 1 photos.

ამ ტესტის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი თავი დაწყებითი კლასების ფიზიკის საკითხების ცოდნაში. ტესტის შესრულებისას მოსწავლე ახდენს მოვლენებზე დაკვირვებებს, აწარმოებს გაზომვებს, ასრულებს მარტივ გამოთვლებს, აგებს გრაფიკებს.  მოსწავლეს აქვს საშუალება მიიღოს დახმარება, როგორც თეორიულ საკითხებზე, ისე კონკრეტული პრაქტიკული მითითებების სახით.ნაწილი 1 მოიცავს თემებს:  ათვლის … Continue reading

გალერეა

სარაკეტო საწვავი.

This gallery contains 6 photos.

ქართველმა გამომგონებელმა 14 წლის ლუკა ფერაძემ  შეიმუშავა ახალი სარაკეტო საწვავი, რომელიც შედგება კალიუმის ნიტრატისა და შექრისაგან და წარმატებით გამოსცადა იგი ამერიკაში. გამოცდების ჩასატარებლად ლუკამ თავად შექმნა  რაკეტის დისტანციური მართვის სტენდი მიკროკონტროლერისა და კინექტის გამოყენებით. ამ შესანიშნავი სამუშაოს შესახებ დაწვრილებით  შეგიძლიათ წაიკითხოთ … Continue reading

გალერეა

სერვომექანიზმები

This gallery contains 12 photos.

სერვომექანიზმები. რობოტებში, ისევე, როგორც გემების, თვითმფრინავების, ავტომობილების და სხვა მოდელებში ფართოდ გამოიყენება მექნიზმები, რომლებიც ახორციელებენ გარე შეშფოთების კომპენსირებას. ასეთ მოწყობილობებს  სერვო-მექანიზმები ეწოდებათ. განვიხილოთ ნახ.1 -ზე ნაჩვენები სქემა. თუ ამ სქემაზე გამოსახულ ორივე პოტენციომეტრს ისეთ მდგომარეობაში დავაყენებთ, რომ სქემის A და … Continue reading

გალერეა

ელექტროჩაიდანი

This gallery contains 2 photos.

ელექტროჩაიდანი. პუბლიკაციაში „ელექტრონათურა“ ნაჩვენები იყო რაოდენ რთულ ფიზიკურ მოვლენებთან გვაქვს საქმე ერთის შეხედვით ისეთ მარტივ და ჩვეულ მოწყობილობებში, როგორიც ტრივიალური ელექტრონათურაა. ამ პუბლიკაციის მიზანია გაჩვენოთ, რისთვის არის საჭირო ფიზიკის საფუძვლიანი ცოდნა ერთის შეხედვით მარტივი მოწობილობების კონსტრუირებისას. რა შეიძლება იყოს იმაზე … Continue reading

გალერეა

ელექტრონათურა

This gallery contains 10 photos.

ელექტრონათურა. საკმარისად ცხელი სხეულები ანათებენ. ეს ჩვენ ყოველდღიური ცხოვრებიდან ვიცით. მაგალითებია: სპირალიანი ელექტროღუმელი, ანთებული სიგარეტი, სამჭედლოში გავარვარებული რკინა. ნათების ფერი დამოკიდებულია სხეულის ტემპერატურაზე. ამ სურათზე ტემპერატურები მოყვანილია ე.წ. კელვინის სკალით. ცელსიუსის სკალით 0 გრადუსს შეესაბამება კელვინის სკალით 273 გრადუსი. მზის … Continue reading

გალერეა

სიგნალების სპექტრული შემადგენლობა.

This gallery contains 6 photos.

სამუსიკო ნოტების შესაბამისი ბგერები ერთმანეთისაგან რხევის სიხშირით განსხვავდებიან. თანამედროვე სანოტო სისტემა გულისხმობს, რომ ორი მეზობელი ნოტის შესაბამისი სიხშირეები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ჯერადობით მე-12 ხარისხის ფესვი 2-დან (1.0595-ჯერ). სანოტო სისტემის ამგვარ წყობას თანაბრად ტემპერირებული წყობა ეწოდება. პროფესიულ ევროპულ მუსიკაში ამგვარი წყობა დამკვიდრებას … Continue reading

გალერეა

ნულების შესახებ

ნული რომ არაფერია, ყველა ბავშვისთვის ცხადზე ცხადია. მაგრამ ვნახოთ, რამდენად სერიოზულად აღიქვამენ მას მოზრდილები. ცელსიუსის სკალით 10 გრადუსი ტემპერატურის წყალი სწორედ ის არის, რომელსაც ვნატრულობთ, როდესაც გვწყურია –  ზომიერად ცივი და გემრიელი. ტემპერატურისათვის ერთი ნულის მიწერა ნიშნავს 100 გრადუსის წყალს, … Continue reading

გალერეა

LCD – ფიზიკური პრინციპები

This gallery contains 15 photos.

თხევად კრისტალიანი დისპლეი. აბრევიატურით LCD (Liquid Crystal Didplay – დისპლეი თხევად კრისტალებზე) აღინიშნება ინფორმაციის ასახვის მოწყობილობათა ფართო კლასი ( მობილური ტელეფონების, ელექტრონული საათების, კომპიუტერის მონიტორების, ტელევიზორების ეკრანები ), რომელთა მუშაობის პრინციპი ემყარება სინათლის პოლარიზაციის მოვლენას. სინათლე, ისევე როგორც ზოგადად ყოველგვარი … Continue reading

გალერეა

მიკროკონტროლერის მართვა ინფრაწითელი არხით

This gallery contains 13 photos.

ინფრაწითელი არხით დისტანციური მართვის საყოველთაოდ ცნობილ მაგალითს წარმოადგენს ჩვეულებრივი დისტანციური მართვის პულტი, რომელსაც ვიყენებთ ტელევიზორის სამართავად. პულტის ღილაკზე დაჭერისას გამომუშავდება ამ ღილაკის შესაბამისი იმპულსური კოდი (მოკლე და გრძელი იმპულსების გარკვეული თანმიმდევრობა), ამ კოდის შემადგენელი იმპულსები მიეწოდება შუქდიოდს, რომელიც ასხივებს თვალით … Continue reading

გალერეა

ლოგარითმული სკალა. დეციბელი.

This gallery contains 24 photos.

თუ ხელში 10 გრამიანი საწონი გვიჭირავს, მაშინ ამ საწონზე კიდევ ერთი ასეთი საწონის დამატებას ჩვენი ხელი შეუცდომლად და სრულიად მკაფიოდ იგრძნობს.  მაგრამ, თუ ხელში 10 კილოგრამიან საგანს დავიჭერთ, მაშინ ამ საგანზე 10 გრამიანი საწონის დამატება ჩვენი ხელისთვის სრულიად შეუმჩნეველი იქნება. … Continue reading

გალერეა

ძრავების მართვა

This gallery contains 12 photos.

ელექტროძრავების სამართავად მიკროკონტროლერის, თუ ნებისმიერი სხვა ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას, აუცილებელია ამ მოწყობილობის შეთანხმება ელექტროძრავასთან. პუბლიკაციაში „მიკროკონტროლერი. დღე 7. PWM” განხილულია მიკროკონტროლერის საშუალებით ელექტროძრავების მართვის ერთერთი ხერხი, ხოლო შემათანხმებელ ელემენტად გამოიყენება ელექტრული ველით მართვადი ტრანზისტორი BUZ20. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა მიკროკონტროლერთან … Continue reading

გალერეა

ელექტროძრავები

This gallery contains 7 photos.

ელექტროძრავები.  რობოტის ნებისმიერი მოდელი გადაადგილებისათვის ან მანიპულატორების მოძრაობაში მოსაყვანად  იყენებს ელექტროძრავებს. ვინაიდან მოდელებში, გასაგები მიზეზების გამო,  იყენებენ ავტონომიურ კვების წყაროებს (გალვანური ელემენტების ბატარეებს, აკუმულატორებს), რომლებიც მუდმივი დენის წყაროებს წარმოადგენენ, ამიტომ გამოიყენება ძირითადად მუდმივი დენის კოლექტორიანი ძრავები. ელექტროძრავის მუშაობის პრინციპი დამყარებულია … Continue reading

გალერეა

ომის კანონი

This gallery contains 10 photos.

ომის კანონი. საზოგადოდ, სხეულები ელექტრულად ნეიტრალურები არიან, ე.ი. არ არიან დამუხტულნი. მეორეს მხრივ, ვიცით, რომ სხეულები შედგებიან ატომებისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, შედგებიან დადებითად დამუხტული ბირთვებისა და უარყოფითად დამუხტული ელექტრონებისაგან. ელექტრონეიტრალურობა ნიშნავს, რომ ბირთვების ჯამური დადებითი მუხტი ზუსტად ისეთი სიდიდისაა, როგორიც … Continue reading

გალერეა

ტრანზისტორი

This gallery contains 12 photos.

ტრანზისტორი. ტრანზისტორი თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობების ძირითად ელემენტს წარმოადგენს. ფუნქციონალურად  იგი წააგავს ცვლად რეზისტორს, რომლის წინაღობა იცვლება არა მისი მცოცის მექანიკური გადაადგილებით, არამედ სამართავი ელექტრული სიგნალის ზემოქმედებით. ტრანზისტორი სამ ელექტროდიანი ნახევარგამტარული ხელსაწყოა. მის ორ ელექტროდს შორის წინაღობა იცვლება მესამე ელექტროდზე მიწოდებული … Continue reading

გალერეა

კონდენსატორი

This gallery contains 19 photos.

კონდენსატორი. დროის მუდმივა. კონდენსატორი ეწოდება ორ გამომყვანიან პასიურ ელექტრონულ კომპონენტს, რომელიც ელექტრულ სქემებში ელექტრული ტევადობის ფუნქციას ასრულებს და განკუთვნილია ელექტრული მუხტის დასაგროვებლად. კონდესატორის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს მისი ელექტრული ტევადობა.  ეს მახასიათებელი გვიჩვენებს, თუ რა აოდენობის მუხტს დაიგროვებს კონდენსატორი მისი 1 ვოლტი … Continue reading

გალერეა

ნახევარგამტარული დიოდი

This gallery contains 7 photos.

ნახევარგამტარული დიოდი. დიოდი  ეწოდება ორელექტროდიან ელექტრონულ ხელსაწყოს, რომელიც დენს ატარებს ერთი მიმართულებით, ანოდიდან კათოდისაკენ. ანოდი მიერთებულია დენის წყაროს დადებით პოლუსთან, კათოდი კი -უარყოფით პოლუსთან. თანამედროვე ტექნიკაში ძირითადად ნახევარგამტარულ დიოდებს იყენებენ. ნახევარგამტარები ეწოდება ნივთიერებებს, რომელთა ელექტრული გამტარობა  შუალედურია გამტარებსა და დიელექტრიკებს შორის. ნახევარგამტარებს ეკუთვნის ბევრი ნივთიერება:  გერმანიუმი, სილიციუმი, სელენი, სხვადასხვა შენადნობები და ჟანგეულები. გამტარებლობის ხარისხის და გვარობის შეასაცვლელად ნახევარგამტარებს უმატებენ სხვადასხვა ნივთიერების მინარევებს. ამ პროცესს ლეგირება ეწოდება. ლეგირების შედეგად, … Continue reading

გალერეა

კვარცის რეზონატორი

This gallery contains 8 photos.

კვარცის რეზონატორი. კვარცის, ანუ მთის ბროლის გამოყენება ელექტრონიკაში განპირობებულია მისი თვისებით შეიკუმშოს ან გაფართოვდეს (ანუ შეიცვალოს თავისი გეომეტრიული ზომები) მასზე მოდებული ელექტრული ძაბვის ზეგავლენით. ადგილი აქვს, აგრეთვე შებრუნებულ მოვლენასაც – კვარცის შეკუმშვის ან გაჭიმვის დროს მის ზედაპირებზე წარმოიქმნება  პოტენციალთა სხვაობა … Continue reading

გალერეა

რეზისტორი. რეზისტორების ფერადი მარკირება

This gallery contains 14 photos.

რეზისტორი. რეზისტორების ფერადი მარკირება რეზისტორი ეწოდება ორგამომყვანიან პასიურ ელექტრონულ კომპონენტს, რომელიც ელექტრულ წრედებში ახორციელებს ელექტრული წინაღობის ფუნქციას .რეზისტორის ძირითად პარამეტრს წარმოადგენს მისი ელექტრული წინაღობა. ეს პარამეტრი ამყარებს კავშირს რეზისტორის გამომყვანებზე არსებულ ძაბვასა და მასში გამავალი დენის ძალას შორის და განისაზღვრება … Continue reading