Category Archives: რობოტები

ბლუთუზი

smart-bluetooth-widget-pro_39491

ჰარალდ I ლურჯკბილა (დან. Harald Blatand, ინგ. Harald Bluetooth) გორმსონი – დანიისა და ნორვეგიის მეფე. მეტსახელი მიიღო მუქი ფერის კბილების გამო. მისი მეფობის დროს 965 წელს დანიამ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანობა. მის სახელს უკავშირდება შვეციის, დანიის და ნორვეგიის ტერიტორიებზე არსებული ტომების გაერთიანება.
1994 წელს ფირმა Ericsson-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს RS-232 მონაცემთა გადაცემის კაბელური ქსელის ალტერნატივა – ელექტრომაგნიტური ტალღების ზემაღალი სიხშირის დიაპაზონის პერსონალური ქსელის (PAN) კონცეფცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებალია სტაციონალურ და მობილურ მოწყობილობებს შორის უკაბელო კომუნიკაცია.
სისტემას ჰარალდ I ლურჯკბილას პატივსაცემად Bluetooth დაერქვა, ხოლო მისი ლოგოტიპი წარმოადგენს ორი ნორდიკული რუნის (Hagall)და (Berkanan) გაერთიანებას.
აი, ასe გამოიყურება Hagall და Berkanan რუნები:

bluetooth
HB – Harald Bluetooth.

 

 

Advertisements

რობოტი “ანდრო”.

ხაზის გასწვრივ მოძრაობა

GDS-TV. გადაცემა “კიბერჰაუსი”.

გიგანტური რობოტი თბილისში.

ჩვენი ახალი რობოტი თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე.

გალერეა

სარაკეტო საწვავი.

This gallery contains 6 photos.

ქართველმა გამომგონებელმა 14 წლის ლუკა ფერაძემ  შეიმუშავა ახალი სარაკეტო საწვავი, რომელიც შედგება კალიუმის ნიტრატისა და შექრისაგან და წარმატებით გამოსცადა იგი ამერიკაში. გამოცდების ჩასატარებლად ლუკამ თავად შექმნა  რაკეტის დისტანციური მართვის სტენდი მიკროკონტროლერისა და კინექტის გამოყენებით. ამ შესანიშნავი სამუშაოს შესახებ დაწვრილებით  შეგიძლიათ წაიკითხოთ … Continue reading

გალერეა

Kinect – დღე 2.

This gallery contains 13 photos.

კინეკტი – დღე 2.   კინეკტის კომპიუტერთან მიერთების პრობლემა გადაჭრილია (პუბლიკაცია “Kinect-დღე 1“) , მაგრამ ნუ ვიჩქარებთ მის მიერთებას. კინეკტის გაცოცხლებისთვის აუცილებელია კომპიუტერზე მისი დრაივერების ინსტალირება. საჭირო დრაივერებს შეიცავს KinectSDK-v1.8 , რომელიც შეიძლება ჩამოტვირთოთ ჩვენი საიტის “Files” განყოფილებიდან (ჩვენთვის საჭირო … Continue reading

გალერეა

Kinect – დღე 1.

This gallery contains 14 photos.

კინეკტი-დღე 1­­­.   Microsoft Kinect წარმოადგენს უკონტაქტო სენსორს, რომელიც თავდაპირველად შექმნილი იყო Microsoft -ის სათამაშო კონსოლ Xbox 360  -თან ერთობლივი მუშაობისათვის და საშუალებას აძლევდა მოთამაშეს ეთამაშა სათამაშო ბლოკთან კონტაქტის გარეშე, ხმოვანი ბრძანებებისა და  ჟესტების გამოყენებით. სენსორი ბაზარზე პირველად გამოჩნდა 2010 … Continue reading

რობოტი E-3102

დაწვრილებით იხ.: “ჩემი რობოტი“, “რობოტის თავი

გალერეა

ჩემი რობოტი

This gallery contains 4 photos.

ჩემი რობოტი მე დამყვება. ვიდეოზე ნაჩვენებია ვარიანტი ნოუტბუკისათვის. ფოტოებზე ქვემოთ ნაჩვენებია ვარიანტი პერსონალური კომპიუტერით (ნოუტბუკის მაგივრად): თუ შესაბამის ტანს დავადგავთ და თავს დავუმატებთ, აი, რა გამოვა: ეს რობოტი რეაგირებს ხმაზე და ახდენს სივრცეში ორიენტაციას ხმის მიმართულების მიხედვით; იგი გხედავთ თქვენ … Continue reading

რობოტის თავი

რობოტის თავი.

რობოტის თავის სერვო კონტროლერი და მართვის პროგრამა აღწერილია პუბლიკაციაში “სერვომექანიზმები”.

გალერეა

სერვომექანიზმები

This gallery contains 12 photos.

სერვომექანიზმები. რობოტებში, ისევე, როგორც გემების, თვითმფრინავების, ავტომობილების და სხვა მოდელებში ფართოდ გამოიყენება მექნიზმები, რომლებიც ახორციელებენ გარე შეშფოთების კომპენსირებას. ასეთ მოწყობილობებს  სერვო-მექანიზმები ეწოდებათ. განვიხილოთ ნახ.1 -ზე ნაჩვენები სქემა. თუ ამ სქემაზე გამოსახულ ორივე პოტენციომეტრს ისეთ მდგომარეობაში დავაყენებთ, რომ სქემის A და … Continue reading

გალერეა

ვოიაჯერი – ვარსკვლავთშორისი რობოტი.

This gallery contains 5 photos.

ამერიკულმა კოსმოსურმა აპარატმა “Voyager-2“, რომელიც გაშვებულ იქნა 1977 წლის 20 აგვისტოს, 2007 წლის ავისტოში მიაღწია მზის სისტემის საზღვარს და სამუდამოდ დატოვა მზის სისტემა. აპარატის ბორტზე განთავსებული იყო ე.წ. ვოიაჯერის ოქროს გირფიტა, რომელზეც ჩაწერილი იყო ვიდეო და აუდიო ინფორმაცია დედამიწის შესახებ. … Continue reading

გალერეა

მარსმავალი

This gallery contains 9 photos.

“ცნობისმოყვარეობა” მარსზე დაეშვა. გაზეთი “კვირის პალიტრა” 27 აგვისტო-2 სექტემბერი 2012. 6 აგვისტოს მარსის ზედაპირზე, ე.წ. გეილის კრატერის რაიონში 8-თვიანი მოგზაურობის შემდეგ ამერიკის კოსმოსური სააგენტო ნასას მარსმავალი Curiosity  (“ცნობისმოყვარეობა”) დაეშვა – 2011 წელს გაშვებული ახალი ამერიკული მარსმავლის კოსმოსური ეპოპეა 2012 წელს წარმატებით … Continue reading

გალერეა

ძრავების მართვა

This gallery contains 12 photos.

ელექტროძრავების სამართავად მიკროკონტროლერის, თუ ნებისმიერი სხვა ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას, აუცილებელია ამ მოწყობილობის შეთანხმება ელექტროძრავასთან. პუბლიკაციაში „მიკროკონტროლერი. დღე 7. PWM” განხილულია მიკროკონტროლერის საშუალებით ელექტროძრავების მართვის ერთერთი ხერხი, ხოლო შემათანხმებელ ელემენტად გამოიყენება ელექტრული ველით მართვადი ტრანზისტორი BUZ20. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა მიკროკონტროლერთან … Continue reading

გალერეა

ელექტროძრავები

This gallery contains 7 photos.

ელექტროძრავები.  რობოტის ნებისმიერი მოდელი გადაადგილებისათვის ან მანიპულატორების მოძრაობაში მოსაყვანად  იყენებს ელექტროძრავებს. ვინაიდან მოდელებში, გასაგები მიზეზების გამო,  იყენებენ ავტონომიურ კვების წყაროებს (გალვანური ელემენტების ბატარეებს, აკუმულატორებს), რომლებიც მუდმივი დენის წყაროებს წარმოადგენენ, ამიტომ გამოიყენება ძირითადად მუდმივი დენის კოლექტორიანი ძრავები. ელექტროძრავის მუშაობის პრინციპი დამყარებულია … Continue reading

გალერეა

რობოტების სპორტული შეჯიბრებები

This gallery contains 11 photos.

რობოტების სპორტული შეჯიბრებები. მთელს მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული სხვადასხვა სახის შეჯიბრებები რობოტებს შორის. რობოტების  სპორტის სტანდარტულ სახეობებს განეკუთვნებიან: კეგელრინგი – რობოტმა რომელიც წრიული რინგის ცენტრშია მოთავსებული რინგიდან უნდა გადააგდოს წრეში განლაგებული 8 კეგლი. მინი სუმო  –  რინგზე ასპაროზობს ორი რობოტი. … Continue reading

გალერეა

ანდროიდები

This gallery contains 2 photos.

ანდროიდები. შო დე ფონ – ასე ჰქვია სოფელს შეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე. მე-18 საუკუნის შუა წლებში ამ სოფლის მთელი მოსახლეობა საათების კეთებით იყო დაკავებული. ერთნი ამზადებდენენ ზამბარებს, მეორენი კბილანურ ბორბლებს, ზოგს სპეციალობად გაეხადა ციფრების ხატვა, სხვები ამზადებდნენ ემალს და ა.შ. … Continue reading