Category Archives: პროგრამირება

ხუთი ვაშლი.

ბურატინოს მისცეს ხუთი ვაშლი. ბურატინომ სამი ვაშლი შეჭამა.
რამდენი ვაშლი აქვს ბურატინოს?

პასუხი – “ორი ვაშლი” არ არის სწორი, რადგან უცნობია, რამდენი ვაშლი ჰქონდა ბურატინოს ხუთი ვაშლის მიცემამდე.

გაანულეთ ცვლადები.

Advertisements
გალერეა

ARDUINO + PROTEUS

იცის ღმერთმა, რომ ყველანაირად ვეცადე ამერიდებინა ჩემი მკითხველი იმ ჭირისთვის, რომელსაც არდუინო ეწოდება. ძალიან ვცდილობდი, რომ დაწვრილებით გამეცნო მკითხველისთვის Atmel მიკროკონტროლერების აგებულება, მათი მუშაობის პრინციპები და, რაც მთავარია, ალგოროთმები, რომელთაც ეფუძნება ამა თუ იმ მოწყობილობის მართვა. მაგრამ ამ პოსტში გადავწყვიტე გავუადვილო … Continue reading

გალერეა

AVR ALGORITHM BUILDER ქართული წიგნი

This gallery contains 1 photos.

AVR ALGORITHM BUILDER ქართული წიგნი.     ჩვენი საიტის ერთერთი პოსტის კომენტარში ჩვენი მკითხველი – DrAcid (https://giomjava.wordpress.com/) გვწერს: ორი წლის წინ გავიარეთ უნივერსიტეტში საგანი“მიკროკონტროლერების დაპროგრამება”. სწავლისათვის ვიყენებდით გარემოს Algorithm Builder. წიგნი რუსულად და ინგლისურად იყო… გადავწყვიტე მისი თარგმნა, დიდი ხანია მიდევს არქივებში … Continue reading

გალერეა

სარაკეტო საწვავი.

This gallery contains 6 photos.

ქართველმა გამომგონებელმა 14 წლის ლუკა ფერაძემ  შეიმუშავა ახალი სარაკეტო საწვავი, რომელიც შედგება კალიუმის ნიტრატისა და შექრისაგან და წარმატებით გამოსცადა იგი ამერიკაში. გამოცდების ჩასატარებლად ლუკამ თავად შექმნა  რაკეტის დისტანციური მართვის სტენდი მიკროკონტროლერისა და კინექტის გამოყენებით. ამ შესანიშნავი სამუშაოს შესახებ დაწვრილებით  შეგიძლიათ წაიკითხოთ … Continue reading

გალერეა

პრაქტიკული სქემები მიკროკონტროლერებზე. Mersedes 230 კლიმატის კონტროლის ძრავის მართვა.

This gallery contains 1 photos.

Mersedes 230 კლიმატის კონტროლის ძრავის მართვა. სურათზე ნაჩვენებია კლიმატის კონტროლის ძრავის მართვის პრაქტიკული სქემა. Mersedes 230 -ში ამ სქემის როლს ასრულებს ინტეგრალური მოდული, რომელიც სამწუხაროდ, ხშირად მწყობრიდან გამოდის და საჭირო ხდება მისი შეცვლა. სქემაზე ნაჩვენები მოწყობილობა წარმატებით ცვლის ამ მოდულს და, … Continue reading

გალერეა

Kinect – დღე 4.

This gallery contains 1 photos.

კინეკტი – დღე 4.   განვიხილოთ კინეკტის შემადგენელი ცალკეული სისტემების მუშაობის და მართვის პრინციპები. დავიწყოთ ყველაზე მარტივით – კინეკტის დახრის კუთხის მოწყობილობით. ობიექტებზე საუკეთესო რაკურსით დაკვირვების მიზნით, კინეკტი აღჭურვილია პატარა ელექტროძრავით, რომელიც უზრუნველყოფს კინეკტის დახრას -27 (MinElevationAngle) –  +27 (MaxElevationAngle) … Continue reading

გალერეა

Kinect – დღე 3.

კინეკტი – დღე 3.    მაშ ასე, ჩვენი კინეკტი მუშაობს (Kinect – დღე 2). ახლა დადგა დრო, ჩვენ თვითონ დავწეროთ კინეკტის მართვის პროგრამა. დავისახოთ მიზნად, რომ პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს კინეკტის შემდეგი შესაძლებლობების რეალიზაციას:  ფერადი კამერის გამოსახულების ჩვენებას; ინფრაწითელი კამერის გამოსახულების … Continue reading

გალერეა

ჩემი რობოტი

This gallery contains 4 photos.

ჩემი რობოტი მე დამყვება. ვიდეოზე ნაჩვენებია ვარიანტი ნოუტბუკისათვის. ფოტოებზე ქვემოთ ნაჩვენებია ვარიანტი პერსონალური კომპიუტერით (ნოუტბუკის მაგივრად): თუ შესაბამის ტანს დავადგავთ და თავს დავუმატებთ, აი, რა გამოვა: ეს რობოტი რეაგირებს ხმაზე და ახდენს სივრცეში ორიენტაციას ხმის მიმართულების მიხედვით; იგი გხედავთ თქვენ … Continue reading

გალერეა

სერვომექანიზმები

This gallery contains 12 photos.

სერვომექანიზმები. რობოტებში, ისევე, როგორც გემების, თვითმფრინავების, ავტომობილების და სხვა მოდელებში ფართოდ გამოიყენება მექნიზმები, რომლებიც ახორციელებენ გარე შეშფოთების კომპენსირებას. ასეთ მოწყობილობებს  სერვო-მექანიზმები ეწოდებათ. განვიხილოთ ნახ.1 -ზე ნაჩვენები სქემა. თუ ამ სქემაზე გამოსახულ ორივე პოტენციომეტრს ისეთ მდგომარეობაში დავაყენებთ, რომ სქემის A და … Continue reading

გალერეა

პრაქტიკული სქემები მიკროკონტროლერებზე. თერმომეტრი.

This gallery contains 1 photos.

პრაქტიკული სქემები მიკროკონტროლერებზე. თერმომეტრი. თერმომეტრში გამოყენებულია ტემპერატურის მზომი მიკროსქემა DS18B20.ტემპერატურის გაზომვა ხორციელდება ცელსიუსის 0.5 გრადუსის სიზუსტით -10 -დან  +85 გრადუსამდე დიაპაზონში. მონაცემების დამუშავებასა და ინდიკატორზე გამოყვანას ახორციელებს მიკროკონტროლერი ATMEGA8.  ინდიკატორად გამოიყენება  LM016L ტიპის LCD დისპლეი. საიტის FILES -განყოფილებაში განთავსებული  thermometer.rar  არქივი … Continue reading

გალერეა

LCD მართვა მიკროკონტროლერით.

This gallery contains 8 photos.

თხევად კრისტალიანი დისპლეების უმრავლესობას წარმოადგენენ ტექსტური ინფორმაციის გამოყვანისათვის განკუთვნილი დისპლეები, რომლებიც თავისთავში შეიცავენ HD44780 ტიპის, ან სხვა, მასთან თავსებად მიკროკონტროლერს (KS0066, SED1278, ST7066).  დისპლეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სიმბოლოების რაოდენობით ერთ სტრიქონში და  სტრიქონების რაოდენობით  (8×1, 8×2, 16×1, 16×2, 20×2, 20×4 და … Continue reading

გალერეა

ექსპერიმენტები მიმდევრობით პორტზე

This gallery contains 11 photos.

მიკროკონტროლერზე დაფუძნებული ტექნიკის (მათ შორის რობოტების) სამართავად მოსახერხებელია პერსონალური კომპიუტერის მიმდევრობითი RS232 პორტის გამოყენება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ Atmel მიკროკონტროლერების უმრავლესობა შეიცავს მზა მიმდევრობით საკომუნიკაციო მოწყობილობას (ზოგიერთი მოდელი – რამოდენიმესაც), რომელიც იმავე პროტოკოლით მუშაობს, რაც RS232 პორტი. ამ მოწყობილობას UART … Continue reading

გალერეა

პარალელური პორტი

This gallery contains 3 photos.

პარალელური პორტი (LPT პორტი) პარალელური პორტი განკუთვნილია კომპიუტერიდან ინფორმაციის გამოსაყვანად, ინფორმაციის კომპიუტერში შესაყვანად და პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერების, სკანერების და ა.შ.) სამართავად. კომპიუტერში შესაძლებელია 3 პარალელური პორტის ჩართვა. Windows აღნიშნავს მათ როგორც LPT1, LPT2, LPT3. თვითოეული პორტი შეიცავს სამ რეგისტრს – … Continue reading