Category Archives: მიკროკონტროლერები

გალერეა

ARDUINO + PROTEUS

იცის ღმერთმა, რომ ყველანაირად ვეცადე ამერიდებინა ჩემი მკითხველი იმ ჭირისთვის, რომელსაც არდუინო ეწოდება. ძალიან ვცდილობდი, რომ დაწვრილებით გამეცნო მკითხველისთვის Atmel მიკროკონტროლერების აგებულება, მათი მუშაობის პრინციპები და, რაც მთავარია, ალგოროთმები, რომელთაც ეფუძნება ამა თუ იმ მოწყობილობის მართვა. მაგრამ ამ პოსტში გადავწყვიტე გავუადვილო … Continue reading

გალერეა

AVR ALGORITHM BUILDER ქართული წიგნი

This gallery contains 1 photos.

AVR ALGORITHM BUILDER ქართული წიგნი.     ჩვენი საიტის ერთერთი პოსტის კომენტარში ჩვენი მკითხველი – DrAcid (https://giomjava.wordpress.com/) გვწერს: ორი წლის წინ გავიარეთ უნივერსიტეტში საგანი“მიკროკონტროლერების დაპროგრამება”. სწავლისათვის ვიყენებდით გარემოს Algorithm Builder. წიგნი რუსულად და ინგლისურად იყო… გადავწყვიტე მისი თარგმნა, დიდი ხანია მიდევს არქივებში … Continue reading

გალერეა

სარაკეტო საწვავი.

This gallery contains 6 photos.

ქართველმა გამომგონებელმა 14 წლის ლუკა ფერაძემ  შეიმუშავა ახალი სარაკეტო საწვავი, რომელიც შედგება კალიუმის ნიტრატისა და შექრისაგან და წარმატებით გამოსცადა იგი ამერიკაში. გამოცდების ჩასატარებლად ლუკამ თავად შექმნა  რაკეტის დისტანციური მართვის სტენდი მიკროკონტროლერისა და კინექტის გამოყენებით. ამ შესანიშნავი სამუშაოს შესახებ დაწვრილებით  შეგიძლიათ წაიკითხოთ … Continue reading

გალერეა

პრაქტიკული სქემები მიკროკონტროლერებზე. Mersedes 230 კლიმატის კონტროლის ძრავის მართვა.

This gallery contains 1 photos.

Mersedes 230 კლიმატის კონტროლის ძრავის მართვა. სურათზე ნაჩვენებია კლიმატის კონტროლის ძრავის მართვის პრაქტიკული სქემა. Mersedes 230 -ში ამ სქემის როლს ასრულებს ინტეგრალური მოდული, რომელიც სამწუხაროდ, ხშირად მწყობრიდან გამოდის და საჭირო ხდება მისი შეცვლა. სქემაზე ნაჩვენები მოწყობილობა წარმატებით ცვლის ამ მოდულს და, … Continue reading

გალერეა

UART გადამცემი მიკროკონტროლერში

This gallery contains 1 photos.

UART გადამცემი მიკროკონტროლერში. პუბლიკაციაში  „UART მიკროკონტროლერში“ განხილული იყო მიკროკონტროლერის UART მიმღების მუშაობის პრინციპები, მაგრამ თითქმის არაფერი იყო ნათქვამი UART გადამცემის შესახებ. ამ პუბლიკაციაში შევეცდები გამოვასწორო ეს ხარვეზი. გადამცემის რეგისტრის როლს, ისევე როგორც მიმღების შემთხვევაში, ასრულებს UDR მონაცემთა რეგისტრი. გადამცემის მუშაობის … Continue reading

გალერეა

ჩემი რობოტი

This gallery contains 4 photos.

ჩემი რობოტი მე დამყვება. ვიდეოზე ნაჩვენებია ვარიანტი ნოუტბუკისათვის. ფოტოებზე ქვემოთ ნაჩვენებია ვარიანტი პერსონალური კომპიუტერით (ნოუტბუკის მაგივრად): თუ შესაბამის ტანს დავადგავთ და თავს დავუმატებთ, აი, რა გამოვა: ეს რობოტი რეაგირებს ხმაზე და ახდენს სივრცეში ორიენტაციას ხმის მიმართულების მიხედვით; იგი გხედავთ თქვენ … Continue reading

გალერეა

3x3x3 Led Cube. მკითხველის პუბლიკაცია.

This gallery contains 3 photos.

 ირაკლი ღიბრაძე  ჩვენი პირველი მკითხველია,  რომელმაც გადაწყვიტა თავისი ნაშრომის ჩვენს საიტზე განთავსება. სასიხარულო ფაქტია. იმედით ველოდები, რომ მას სხვა მკითხველებიც მიბაძავენ. 3x3x3 Led Cube. მკითხველის პუბლიკაცია. ავტორი ირაკლი ღიბრაძე. გამარჯობათ!  მე ვარ ირაკლი, – დამწყები AVR  მიკროკონტროლერის პროგრამირებაში. მიკროკონტროლერის შესახებ … Continue reading

გალერეა

სერვომექანიზმები

This gallery contains 12 photos.

სერვომექანიზმები. რობოტებში, ისევე, როგორც გემების, თვითმფრინავების, ავტომობილების და სხვა მოდელებში ფართოდ გამოიყენება მექნიზმები, რომლებიც ახორციელებენ გარე შეშფოთების კომპენსირებას. ასეთ მოწყობილობებს  სერვო-მექანიზმები ეწოდებათ. განვიხილოთ ნახ.1 -ზე ნაჩვენები სქემა. თუ ამ სქემაზე გამოსახულ ორივე პოტენციომეტრს ისეთ მდგომარეობაში დავაყენებთ, რომ სქემის A და … Continue reading

გალერეა

პრაქტიკული სქემები მიკროკონტროლერებზე. თერმომეტრი.

This gallery contains 1 photos.

პრაქტიკული სქემები მიკროკონტროლერებზე. თერმომეტრი. თერმომეტრში გამოყენებულია ტემპერატურის მზომი მიკროსქემა DS18B20.ტემპერატურის გაზომვა ხორციელდება ცელსიუსის 0.5 გრადუსის სიზუსტით -10 -დან  +85 გრადუსამდე დიაპაზონში. მონაცემების დამუშავებასა და ინდიკატორზე გამოყვანას ახორციელებს მიკროკონტროლერი ATMEGA8.  ინდიკატორად გამოიყენება  LM016L ტიპის LCD დისპლეი. საიტის FILES -განყოფილებაში განთავსებული  thermometer.rar  არქივი … Continue reading

გალერეა

LCD მართვა მიკროკონტროლერით.

This gallery contains 8 photos.

თხევად კრისტალიანი დისპლეების უმრავლესობას წარმოადგენენ ტექსტური ინფორმაციის გამოყვანისათვის განკუთვნილი დისპლეები, რომლებიც თავისთავში შეიცავენ HD44780 ტიპის, ან სხვა, მასთან თავსებად მიკროკონტროლერს (KS0066, SED1278, ST7066).  დისპლეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სიმბოლოების რაოდენობით ერთ სტრიქონში და  სტრიქონების რაოდენობით  (8×1, 8×2, 16×1, 16×2, 20×2, 20×4 და … Continue reading

გალერეა

კომპარატორი მიკროკონტროლერში.

This gallery contains 10 photos.

მიკროკონტროლერი. დღე 9. ანალოგური სიგნალების მიღებისა და დამუშავებისათვის AVR მიკროკონტროლერებში გათვალისწინებულია ანალოგური სიგნალების კომპარატორი. Atmega8 მიკროკონტროლერში ანალოგური კომპარატორის AIN0, AIN1 გამომყვანები შეთავსებულია D პორტის PD6, PD7 გამომყვანებთან. ჩვეულებრივი ანალოგური კომპარატორის მუშაობის პრინციპი დაწვრილებით არის განხილული პუბლიკაციაში „ანალოგური ელექტრონიკა“. მისი არსი იმაში … Continue reading

გალერეა

მიკროკონტროლერის მართვა ინფრაწითელი არხით

This gallery contains 13 photos.

ინფრაწითელი არხით დისტანციური მართვის საყოველთაოდ ცნობილ მაგალითს წარმოადგენს ჩვეულებრივი დისტანციური მართვის პულტი, რომელსაც ვიყენებთ ტელევიზორის სამართავად. პულტის ღილაკზე დაჭერისას გამომუშავდება ამ ღილაკის შესაბამისი იმპულსური კოდი (მოკლე და გრძელი იმპულსების გარკვეული თანმიმდევრობა), ამ კოდის შემადგენელი იმპულსები მიეწოდება შუქდიოდს, რომელიც ასხივებს თვალით … Continue reading

გალერეა

UART მიკროკონტროლერში

This gallery contains 20 photos.

მიკროკონტროლერი. დღე 8.  UART.  მიკროკონტროლერზე დაფუძნებული ტექნიკის (მათ შორის რობოტების) სამართავად მოსახერხებელია პერსონალური კომპიუტერის მიმდევრობითი RS232 პორტის გამოყენება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ Atmel მიკროკონტროლერების უმრავლესობა შეიცავს მზა მიმდევრობით საკომუნიკაციო მოწყობილობას (ზოგიერთი მოდელი – რამოდენიმესაც), რომელიც იმავე პროტოკოლით მუშაობს, რაც RS232 პორტი. ამ … Continue reading

გალერეა

PWM

This gallery contains 18 photos.

მიკროკონტროლერი. დღე 7.  PWM.  ელექტროძრავების სიჩქრის ან ნათურის სიკაშკაშის  რეგულირებისთვის საჭიროა ამ მოწყობილობებში გამოყოფილი სიმძლავრის რეგულირება. ციფრული მოწყობილობების, მათ შორის მიკროკონტროლერის გამომყვანებზე შესაძლებელია სიგნალის მხოლოდ ორი დონის (ლოგიკური „0“ ან ლოგიკური „1“)  გამოყვანა. Pulse Width Modulation -იმპულსის სიგანის მოდულაცია საშუალებას … Continue reading

გალერეა

მიკროკონტროლერის მახასიათებლები

მიკროკონტროლერები. პირველი გაცნობა.   მიკროკონტროლერის მახასიათებლები.  ნორვეგიული უნივერსიტეტის Norwegian University of Science and Technology (NTNU) ორმა სტუდენტმა ალფ ბოგენმა და ვეგარდ ვოლენმა 1995 წელს ამერიკულ ფირმა Atmel -ს შესთავაზეს ახალი  არქიტექტურის 8-ბიტიანი RISC ( Reduced instruction set computer – კომპიუტერი ბრძანებათა … Continue reading

გალერეა

მიკროკონტროლერის პროგრამირება ერთ დღეში

This gallery contains 11 photos.

მიკროკონტროლერი. დღე 1.   მიკროკონტროლერის  პროგრამირება  ერთ  დღეში.  შევადგინოთ და გამოვცადოთ პროგრამა Atmega8 მიკროკონტროლერისათვის, რომელიც უზრუნველყოფს შუქდიოდის ციმციმს. დაგვჭირდება მხოლოდ ორი პროგრამა: 1. Algorithm builder  http://www.algrom.net/russian.html 2. Proteus   https://www.box.com/s/jtkzmzq6gs2726d8cnrw პირველი მათგანი – Algorithm builder  წარმოადგენს გრაფიკულ კომპილატორს, რომელიც იძლევა ფირმა … Continue reading

გალერეა

პროგრამატორი Atmel მიკროკონტროლერებისათვის

This gallery contains 12 photos.

მიკროკონტროლერი. დღე 2.   პროგრამატორი Atmel მიკროკონტროლერებისათვის.  ინტერნეტში საკმარისი რაოდენობით არის წარმოდგენილი პროგრამატორები მიკროკონტროლერების დასაპროგრამებლად. ნებისმიერი პროგრამატორი შესდგება ორი კომპონენტისაგან: 1. პროგრამული ნაწილი (Software), რომელიც უზრუნველყოფს მთელი პროგრამატორის მუშაობას – პროგრამული კოდის  კომპიუტერიდან წაკითხვას, მის ჩაწერას მიკროკონტროლერში, ჩაწერის სისწორის შემოწმებას, … Continue reading

გალერეა

ქვეპროგრამები მიკროკონტროლერში. სტეკი

This gallery contains 5 photos.

მიკროკონტროლერი. დღე 3.   ქვეპროგრამები მიკროკონტროლერში. სტეკი.  გავაგრძელოთ ექსპერიმენტები  Atmega8 მიკროკონტროლერის პროგრამირებასა და მოდელირებაში. ალგორითმის საბოლოო ვარიანტი გარდავქმნათ ისე, როგორც სურათზეა გამოსახული. ალგორითმი მოიცავს ორ შტოს. პირველი მათგანი, რომელიც იწყება ვერტექსით RESET, წამოადგენს ძირითად პროგრამას, ხოლო მეორე (ვერტქსით DELAY) წარმოადგენს … Continue reading

გალერეა

ინფორმაციის შეყვანა მიკროკონტროლერში

This gallery contains 4 photos.

მიკროკონტროლერი. დღე 4.   ინფორმაციის შეყვანა მიკროკონტროლერში.  წინა პუბლიკაციებში დაწვრილებით იყო განხილული Atmega8 მიკროკონტროლერიდან ინფორმაციის გამოყვანის პროცედურა, Alhorithm Builder კომპილატორი და Proteus სიმულატორი. ამ პუბლიკაციაში განვიხილავთ მიკროკონტროლერში ინფორმაციის შეყვანის მაგალითს. წინა ალგორითმი ახორციელებდა მიკროკონტროლერის PB0, PB1 გამომყვანებთან  მიერთებული შუქდიოდების მონაცვლეობით … Continue reading

გალერეა

წყვეტები მიკროკონტროლერში

This gallery contains 8 photos.

მიკროკონტროლერი. დღე 5.   წყვეტები მიკროკონტროლერში.  შევეცადოთ გამოვასწოროთ წინა პუბლიკაციაში განხილული ალგორითმის ნაკლი – არასაკმარისად სწრაფი რეაქცია ღილაკის დაჭერაზე. ნაკლის მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ მიკროკონტროლერი დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული დაყოვნების ქვეპროგრამის შესრულებით და ამიტომ იშვიათად იცლიდა ღილაკის მდგომარეობის შემოწმებისათვის. … Continue reading